FM97.5 / LIVE

ქალების 34% მიიჩნევს რომ საბოლოო სიტყვა ოჯახში კაცს უნდა ეკუთვნოდეს – კვლევა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.06.2020
გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 68% და ქალთა 34% თვლის რომ საბოლოო სიტყვა ოჯახში კაცს უნდა ეკუთვნოდეს.

ქალების 34% მიიჩნევს რომ საბოლოო სიტყვა ოჯახში კაცს უნდა ეკუთვნოდეს – კვლევა

ამავე კვლევის მიხედვით, 2013 წელს კაცების 88% და ქალების 71% თვლიდა, რომ საბოლოო სიტყვა ოჯახში კაცმა უნდა თქვას.

„კაცების უმრავლესობა და ქალების მნიშვნელოვანი წილი კვლავაც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, ქალების მეგობრებთან დაკავშირებითაც, კაცებს მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ“, – ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, გამოკითხული კაცების 86% თვლის, რომ ოჯახში სახლის დალაგება და ტანსაცმლის გარეცხვა ქალს ევალება, 74%–ის თქმით საჭმელი ოჯახში ქალმა უნდა მოამზადოს ხოლო ბავშვის მოვლა, 49%–ის აზრით, ქალს ევალება.

„ქალი რესპონდენტების, დაახლოებით, ნახევარი ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ყოველთვის მას ეკისრება. იმ ქალი რესპონდენტების გათვალისწინებით, რომლებიც ამბობენ, რომ ბავშვზე „ჩვეულებრივ“ ზრუნავენ, ეს რაოდენობა 70%-მდე იზრდება. კაცების, დაახლოებით, 49% ამბობს, რომ ყოველთვის ან ჩვეულებრივ, ბავშვზე მისი პარტნიორი ზრუნავს. ქალებზე მეტი კაცი ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება, მაგრამ ეს რაოდენობა, ჯერჯერობით, მხოლოდ ქალების 28 და კაცების 43 პროცენტს შეადგენს“ – ვკითხულობთ კვლევაში.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

ქალების 34% მიიჩნევს რომ საბოლოო სიტყვა ოჯახში კაცს უნდა ეკუთვნოდეს – კვლევა

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს
მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI
'ქალები ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, მაგრამ არ სურთ მათი ბედი ქალიშვილმაც გაიზიაროს'
გენდერული სტერეოტიპების გავლენა
გენდერული დისკუსია აგარის თემში
არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა მესხეთში
საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1 217 ლარია