FM97.5 / LIVE

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2020
ხულო-ზარზმის გზის 5 კმ–იან მონაკვეთს რეაბილიტაციას კომპანია "მამისონი" ჩაუტარებს, სამუშაოებისთვის 14 581 880 ლარი დაიხარჯება.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია იწყება

კომპანიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გუშინ ცხრა ივნისს გაფორმდა.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის ახალი ტენდერი, 2 ნაწილად გამოცხადდა. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო 42 კმ-იანიანი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, რომლის ტენდერიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტის ფარგლებში, ჯამში რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქამდე შპს „მამისონი“ აჭარაში კიდევ ერთ მასშტაბურ ტენდერში მონაწილეობდა – ამ კომპანიამ აჭარაში 3,3 მილიონ ლარად „ახალი სასაფლოს“ მოწყობაზე იმუშავა. სასაფლაო დღემდე გამოუსადეგარია და საკითხს პროკურატურა სწავლობს. კომპანია „მამისონში“ „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ საგამოძიებო ორგანომ მათგან შესაბამის დოკუმენტაცია ამოიღო.

სამშენებლო კომპანია „მამისონი“ 2007 წელს თბილისშია რეგისტრირებული და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელია შპს „ევორდ ჰოლდინგი“, რომლის მესაკუთრეებიც არიან თორნიკე, ირაკლი, სოფიკო და ნიკოლოზ ჭკადუები. ირაკლი ჭკადუა კი, შპს „მამისონის“ გენერალური დირექტორია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაციისთვის კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დაიწყება
რატომ გვიანდება ხულო - ზარზმის გზის მშენებლობა
ვადაგადაცილებისთვის ბათუმი-ახალციხის გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს