FM97.5 / LIVE

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.02.2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

საავტომობილო დეპარტამენტის განცხადებით კომპანიას ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად.

„ამ ეტაპზე, გამოთხოვილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. რაც შეეხება ხულო-ზარზმის პროექტის განვითარებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმება მიღწეულია და ახალი ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის მარტის თვეშია დაგეგმილი“ –წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის ყველაზე მჭიდრიოდ დასახლებული 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ხოლო 2 ლოტად გაყოფილი 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, ისევ ქუვეითის ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს შორის ხელშეკრულებები ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 2 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის ორ აგვისტოს გაფორმდა. 110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა.

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ხელშეკრულება სხვა პროექტზეც ჰქონდა გაფორმებული.
2018 წელს აღნიშნული კომპანია, სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებული 30 მილიონიანი ტენდერის გამარჯვებული იყო.

სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არაერთხელ გააფრთხილა. საბოლოოდ კი სამტრედია-გრიგოლეთის პროექტი შეჩრდა. იმ პერიოდში, როცა კომპანიამ ხულო-ზარზმის ტენდერში გაიმარჯვა, საავტომობილო გზების დეპარტამენტში უკვე მიმდინარეობდა საუბარი კომპანიისთვის სამტრედია-გრიგოლეთის პროექტზე ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დაიწყება
ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაციისთვის კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
ვადაგადაცილებისთვის ბათუმი-ახალციხის გზის მშენებელი კომპანია დაჯარიმდა
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია იწყება
რატომ გვიანდება ხულო - ზარზმის გზის მშენებლობა