FM97.5 / LIVE

ფინკა სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპებით მომხმარებელთა უფლებებს [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 21.03.2019
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელმა SMART Campaign-მა ფინკა ბანკს მეორედ მიანიჭა სერტიფიკატი. ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი გადაეცა როგორც მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტური.

ფინკა სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპებით მომხმარებელთა უფლებებს [R]

SMART Campaign-ის აუდიტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ფინკა ბანკი შესაბამისობაშია მომხმარებელთა დაცვის შვიდი ძირითად პრინციპთან, მათ შორის არის - მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებებისგან, ჭარბვალიანობის პრევენცია, მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა, პროდუქტის დიზაინი და გონივრული ფასი.

ფინკა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სერტიფიკატი პირველად 2016 წელს მიიღო. ფინკა ბანკი არის პირველი ქართული საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც SMART სერტიფიკატი გადაეცა. სერტიფიკატი ოთხწლიანია, თუმცა მიღებიდან ორი წლის შემდეგ კომპანიამ კვლავ უნდა გაიაროს აკრედიტაცია და დაადასტუროს მომხმარებლეთა დაცვის პრინციპების შესაბამისობა. ფინკა ბანკმა ამჯერადაც დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია მომხმარებლების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და ეფუძნება სამართლიან და ეთიკურ მიდგომებს.

ფინკა სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპებით მომხმარებელთა უფლებებს [R]

როგორც ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა აღნიშნა, სერტიფიკატის მეორედ მიღება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინკა ბანკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. “მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ მივიღეთ SMART სერტიფიკატი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტისთვის, რაც ასე პრიორიტეტულია ჩვენთვის. ეს ნიშნავს, რომ ფინკა ბანკის საქმიანობა დაფუძნებულია სამართლიანობასა და ეთიკურობაზე და ეს უკვე აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ვამაყობთ, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას“.

ფინკა ბანკი 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე მუშაობს და ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებს. SMART Campaign მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა საფინანსო სექტორში.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს[R]
‘ფინკა’ ბანკში მსოფლიო დაზოგვის დღე აღნიშნეს
ფინკა ბანკმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო ®
ფინკა ბანკი ფერმერების მხარდაჭერას აგრძელებს - ექსკლუზიური პირობები აგრო სესხებზე ®

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო [R]
ფინკა ბანკი - არსებულ გამოწვევებს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები სჭირდება ®

ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია - ‘ჩვენთან უფრო იაფია’ დაიწყო ®