FM97.5 / LIVE

ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს ®

მთავარისიახლე, რეკლამა 29.09.2020
ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი.

ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს ®

2017-2019 წლებში ირაკლი თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ფინანსურ სექტორში მოღვაწეობამდე, ირაკლი საქართველოში ენერგეტიკის სექტორში წამყვან გლობალურ საკონსულტაციო ფირმაში - PA Consulting Group-ში მუშაობდა მენეჯმენტ კონსულტანტისა და სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციებზე. ირაკლი ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (2008), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საბანკო საქმისა და ფინანსების განხრით (2002).„მივესალმებით FINCA Impact Finance-ის გლობალურ გუნდში ახალ წევრს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავისი მდიდარი გამოცდილებით, ფინკა ბანკის ამბიციური გეგმების განხორციელების პროცესს ეფექტურად წარმართავს. მიზანი ერთია - ფინკა ბანკმა, თავის სეგმენტში, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დაიკავოს, როგორც ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულმა, მომგებიანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებსა და ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებას შესთავაზებს“, განაცხადა ფლორინ ლილამ, ფინკა იმპაქტ ფაინენსის ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა და ფინკა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს ®
„ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე გლობალურ საბანკო ორგანიზაციას და მის მაღალპროფესიონალურ გუნდს. მიხარია, რომ ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭომ გამოხატა ჩემდამი ნდობა, სათავეში ჩავუდგე ფინკა ბანკს ტრანსფორმაციისა და განვითარების ახალ ეტაპზე. ფინკა ბანკის უპირველესი ამოცანაა, მომსახურების მაღალი სტანდარტი დანერგოს, მათ შორის საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის იმ დიდი ნაწილისათვის, ვისთვისაც სრულ საბანკო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ დაბალია. ფინკა ბანკი, უფრო მეტად ვიდრე აქამდე, მომხმარებელს მომსახურების მაღალ სტანდარტთან ერთად, შესთავაზებს ინოვაციებს და ორიენტირებული იქნება მათთვის დამატებითი ღირებულების შექმნაზე. ასევე, ჩვენი მიზანი იქნება ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებასა და ეკონომიკის კონკრეტული სექტორების გაჯანსაღებას. დარწმუნებული ვარ, რომ ფინკა ბანკის დიდი ოჯახი, ბანკის ყველა თანამშრომელი, წარმატებით ვუპასუხებთ ამ დიდ გამოწვევებს, გავაგრძელებთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას საქართველოს საბანკო სექტორში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ბანკის ზრდისა და ტრანსფორმაცის პროცესში.“ - აცხადებს ირაკლი ელაშვილი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.

ფინკა ბანკის შესახებ

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენლობაა საქართველოში. ფინკამ საქართველოში ოპერირება დაიწყო 1998 წელს და 2013 წლის 6 აგვისტომდე საქმიანობდა როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტი. 2013 წლის 6 აგვისტოს ინსტიტუტმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია აიღო.
ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო აქციონერები და ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, და Triple Jump.
ფინკა ბანკი საქართველო ორიენტირებულია თავის მთავარ სეგმენტს, მათ საჭიროებაზე მორგებული, ახალი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს ტექნოლოგიურად ინოვაციური, გაზომვადი და დამატებითი ღირებულების მომტანი გადაწყვეტილებებით. ბანკი დღეისათვის 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება ქვეყნის ყველა რეგიონში.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს[R]
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო [R]
‘ფინკა’ ბანკში მსოფლიო დაზოგვის დღე აღნიშნეს
ფინკა სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპებით მომხმარებელთა უფლებებს [R]
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამა იწყება ®
ფინკა ბანკში დეპოზიტის განთავსებით თქვენი დანაზოგი უფრო სწრაფად გაიზრდება ®
ფინკა ბანკის ავტო სესხი – საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის [R]