FM97.5 / LIVE

უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2020
დღეს, 25 მაისს ძლიერმა წვიმამ ნინოწმინდის სამ სოფელში კარტოფილის და ხორბლის ნათესები დააზიანა. დატბორილია სოფლის გზებიც.

უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]
სოფელი პატარა გონდურა, ფოტო: არმენ ოვსეპიანი

ნათესები დაზიანდა პატარა გონდურაში, დილიფსა და დიდ ხანჩალში.

"33 მეასედზე დათესილი კართოფილი სრულად განადგურდა, 1 000 ლარი მაინც ვიზარალე. ერთ კილოგრამ თესლში 1.50 ლარი მაქვს გადახდილი, პენსიონერი კაცი ვარ თავი რით ვირჩინო, ვგეგმავ მერიას მივმართო, რომ დამეხმაროს", – ამბობს სოფელ დიდ ხანჩალში მცხოვრები სამველ ვართანიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, წყლის ძლიერმა ნაკადმა კარტოფილის ნათესები ფესვიანად მოგლიჯა. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ჰექტარია დაზიანებული.

"მარცვლეულის და კარტოფილის ნათესებია დაზიანებული, მთის ფერდობიდან ჩამოსულმა წყალმა დატბორა", – განაცხადა "სამხრეთის კარიბჭესთან" ნინოწმინდის მერმა.

მისი თქმით, ადგილობრივებს ზარალი იმ შემთხვევაში აუნაზღაურდებათ, თუ მოსავალი დაზღვეული აქვთ: "მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში არ აქვს იმდენი თანხა, რომ ფერმერებს დაეხმაროს, მაგრამ კომისია მაინც შეისწავლის, ამის შემდეგ გადაწყდება რით შევძლებთ დახმარებას".

უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]
სოფელი პატარა გონდურა, ფოტო: არმენ ოვსეპიანი

უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]
სოფელი დიდი ხანჩალი


სოფელი პატარა გონდურა, ვიდეო: არმენ ოვსეპიანი

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'კარტოფილის ნათესები 100%-ით დაზიანდა' –  სოფელი პატარა სამსარი დაისეტყვა
სოფელ დადეშში სეტყვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა
პატარა ხანჩალი დაისეტყვა
ნინოწმინდის სოფლები დაისეტყვა [ფოტო/ვიდეო]
ნინოწმინდა და სოფელი ოროჯალა დაისეტყვა [ფოტო]
ნინოწმინდაში სეტყვამ 2 000 ჰექტარი ხორბლის და კარტოფილის ნათესი გაანადგურდა
სოფელი პატარა ხანჩალი [Photos]