FM97.5 / LIVE

საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.05.2020
პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება აქვს მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირეგისტრიროს.

საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა

79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი, ამ შედეგით დღეს, 22 მაისს პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ დაამტკიცა.

„ტყის კოდექსის“ მე-15 მუხლი ადგენს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესაძლებლობას: „საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები“, – ნათქვამია კოდექსში.

ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. მესამე მოსმენა კი კომიტეტის სხდომაზე 20 მაისს შედგა. კომიტეტმა ამჯერადაც მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცვლილების წინააღმდეგ არაერთი განცხადება გაავრცელეს.

ასევე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) მიმართა საქართველოს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის კანონპროექტს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე
საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა
პარლამენტმა ახალი 'ტყის კოდექსი' პირველი მოსმენით მიიღო
ბორჯომში ‘ახალი ტყის კოდექსი’ განიხილეს
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
გამოკითხვა: როგორ აფასებენ ტყეში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის 20 ჰა ფართობის გადაცემას [ვიდეო]
პარლამენტმა გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტს მხარი არ დაუჭირა