FM97.5 / LIVE

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.05.2020
პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ცვლილებების შეტანას ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

"ეს არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას",– წერია პეტიციაში.

15:00 საათის მონაცემებით, პეტიციას ხელს 2 309 ადამიანი აწერს.

გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

კომიტეტზე ცვლილებები 20 მაისს მესამე მოსმენით გავიდა. ცვლილებათა პაკეტის ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით საპატრიარქოს უფრო მეტი ვალდებულება ექნება, ვიდრე უფლება.

"მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ჩვენ არჩევნების წინ ვაპირებთ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე. ამ კანონით, თუკი საპატრიარქოს მიეცემა რაღაცა რაოდენობის, გარკვეული რაოდენობის ტყეები, იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე რა თქმა უნდა, რომლებიც უმეტესწილად ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს", — თქვა ნინო თანდილაშვილმა.

კომიტეტების მხარდაჭერის შემდეგ, ცვლილებები პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და აღრმავებს საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ უთანასწორობას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს. ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა
‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე
პარლამენტმა ახალი 'ტყის კოდექსი' პირველი მოსმენით მიიღო
კვირის აქცენტი: ‘საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს’ - TDI ტყის კოდექსზე
‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე
EMC: ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს
8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის