FM97.5 / LIVE

‘თუ კორპორაციული საღამოები არ იქნება, მოგებაზე ვერ გავალთ’ - ახალციხის რესტორნები

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.05.2020
ახალციხეში არსებულ რესტორნებში მიიჩნევენ, რომ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ გავრცელებული ძირითადი რეკომენდაციები მათთვის რთული შესასრულებელი არ იქნება. მათ პრობლემას მხოლოდ ის პუნქტი უქმნის, რომ მაგიდასთან ექვს კაცზე მეტი არ უნდა დაჯდეს.

‘თუ კორპორაციული საღამოები არ იქნება, მოგებაზე ვერ გავალთ’ - ახალციხის რესტორნებიფოტო - "საღიღინო"

ახალციხეში, რაბათის კომპლექსში მდებარე რესტორანი „რაბათმა“ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი ზარალი ნახა. ახლა ადმინისტრაცია ცდილობს რესტორანი გახსნისთვის მოამზადონ.

რეგულაციები, რომლებსაც მათ უწესებენ, ნაწილობრივ მისაღები აღმოჩნდა.

„ერთჯერადი მენიუები, ასევე მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია - ამათი შესრულება რთული არაა, თუმცა კარგი იქნებოდა პატარა კორპორაციულები მაინც რომ დაუშვან. დღის განმავლობაში მე მაცივრები, ელექტროღუმელი ჩართული უნდა მქონდეს, პროდუქტი მზად, რამდენიმე თანამშრომელი აუცილებლად უნდა მყავდეს. შეიძლება ავიღო დღეში 100 ლარი, მაგრამ იმ დღეს 20 ლარის დენი დავწვა. მოგებაზე ზედმეტია ამ ეტაპზე საუბარი, თუ კორპორაციულ საღამოებს არ დაუშვებენ, მე ვერ გავალ მოგებაზე“, - ამბობს რესტორან „რაბათის“ მენეჯერი ეკა ბახტურიძე.

მისივე თქმით, ბუნდოვანია ასევე წინასწარი ჯავშნების პუნქტი, რადგან როცა სახელმწიფო შიდა ტურიზმის განვითარებაზე ფიქრობს, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ასეთ დროს რესტორანს ჯავშნის გარეშეც სტუმრობენ.

რესტორნების ის სეგმენტი, რომლებიც მხოლოდ დიდ სუფრებზე (დაბადების დღეები, ქორწილები, ქელეხები) მუშაობდა, ჯერჯერობით გახსნას არ აპირებს. ერთ-ერთი ასეთია ახალციხეში არსებული რესტორანი „რომანტიკა“. მისი მეპატრონე ამბობს, რომ ასეთი რეგულაციების პირობებში მოგება არ ექნება, რადგან მათთან მხოლოდ მასშტაბური ღონისძიებები იგეგმებოდა.

„რესტორანს არ ვხსნი. მე ყოველდღიურ რეჟიმში არ ვამუშავებდი, ყოველთვის დიდი შეკვეთები მქონდა. სანამ ქორწილებზე და მსგავს დიდ შეკვეთებზე ნებართვა არ იქნება, ვერაფერს ვიზამ. ახლა მაგალითად, სწრაფი კვება მაქვს გახსნილი და დღეში 20 - 30 ლარს ძლივს ვვაჭრობ. დიდ დარბაზს, მითუმეტეს, როგორ ვამუშავებ?! ცალკე თანამშრომლების ანაზღაურება, ვერ ვიზამთ, ძნელია“, - ამბობს რესტორან „რომანტიკას“ დირექტორი რომან მერაბიშვილი.

რეგულაციების შესრულება პრობლემას არ წარმოადგენს ახალციხეში მდებარე პაბ-რესტორან „საღიღინოსთვის“. რესტორნის დირექტორის დავით პარუნაშვილის თქმით, მათთან მაგიდები ისედაც ექვსკაციანია და ორმეტრიანი დაშორებით დგას.

„საღიღინოში“ პანდემიის პერიოდის განმავლობაში მიტანის სერვისი მუშაობდა, როგორც რესტორნის ადმინისტრაციაში ამბობენ, ამ ფაქტმა თანამშრომელბის შენარჩუნებას ხელი შეუწყო.

„ჩვენი პაბ-რესტორანია, საღამოს 5-6 კაციაინ სუფრებია ხოლმე, ისედაც. დიდი ქეიფები არ გვაქვს. მაგიდებს შორის ისედაც არის დისტანცია, თუმცა გადავხედავ შესაძლოა ორი მაგიდის ამოკლება მომიწიოს“, - ამბობს პარუნაშვილი.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ, შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად რესტორნებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

ასოციაციაში დაწესებულებებს ურჩევენ:

- უზრუნველყავით მაგიდის წინასწარი დაჯავშნა;

- უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;

- უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;

- დაიცავით თანამშრომლების მითითებები;

- მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ ორი მეტრისა;

- მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ ერთმეტრიანი დისტანცია;

- მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს ექვსი მომხმარებლისა. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

- ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად;

- იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;

- გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;

- გამოიყენეთ სტუმრებისათვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;

- განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას covid -19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სტუმრებისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი მენიუ’- რეკომენდაციები რესტორნებისთვის
რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა
თანამშრომლების გათავისუფლება მოგვიწევს – რესტორნების მეპატრონეები ისევ გასაჭირში არიან
საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა
რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო
როგორ მუშაობენ კვების ობიექტები ახალციხეში რეგულაციების შემდეგ
ახალციხეში რესტორანი 'ივერია' გაქურდეს