FM97.5 / LIVE

მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

მთავარისიახლე, განათლება 20.05.2020
დღეს, 20 მაისს, საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი დასრულდა.

მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

მეთორმეტე კლასელებმა, ისევე როგორც გასულ წლებში სწავლა წელსაც 20 მაისს დაასრულეს. თუმცა განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, „ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა: „ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას. ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი "ბოლო ზარი" - დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას“, - წერს მინისტრი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებები 2 მარტიდან დაიხურა და სწავლება დისტრანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ამ ეტაპზე, უცნობია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება
‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი
ახალციხის მერმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
'ბოლო ზარი' დისტანციურად
არლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - COVID-19
‘ახალი სკოლის მოდელში’ ჩართული სკოლების დირექტორებს მინისტრი შეხვდა