FM97.5 / LIVE

თავისუფალი უნივერსიტეტისა და თიბისის მხარდაჭერით Miami Ad School Tbilisi იხსნება ®

მთავარისიახლე, რეკლამა 18.05.2020
მსოფლიოს 15 ქალაქის შემდეგ, Miami Ad School-ის საერთაშორისო ქსელს სულ მალე Miami Ad School Tbilisi შეუერთდება.

თავისუფალი უნივერსიტეტისა და თიბისის მხარდაჭერით Miami Ad School Tbilisi იხსნება ®

Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ. სკოლა პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს.

Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს მოუწევთ შეხება. ესენია: კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, ფოტოგრაფია, “ქოფი”, ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც გაიარონ, როგორიცაა: პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, Long copy და სხვა.

სტუდენტები Miami Ad School Europe-სთან კოლაბორაციის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით ისწავლიან და სრულფასოვნად ისარგებლებენ იმ გლობალური ეკო-სისტემით, რომელსაც საერთაშორისო სკოლა მომხმარებლებს სთავაზობს.

ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები პირველ წელს თბილისში, კახა ბენდუქიძის კამპუსში, მომდევნო წელს კი Miami Ad School-ის ქსელის სხვა სკოლებში ისწავლიან, ასევე პრაქტიკას გაივლიან და რეალურ პროექტებზე იმუშავებენ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები Miami Ad School Europe-ს გაცემულ სერტიფიკატს მიიღებენ.

Miami Ad School Tbilisi-ს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე - Miamiadschool.ge

Miami Ad School-ის შესახებ კი შემდეგ ბმულზე -Miamiadschool.com


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ისტორიული პრეცედენტი შექმნა[R]
ახალციხეში ‘სამოქალაქო ქმედების სკოლა’ სტუდენტებისთვის ლექციებს ჩაატარებს
გლობალური წინსვლის პირისპირ საქართველოს უნივერიტეტში ®

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival  ჩატარდა ®

თიბისი აჭარა ჯგუფის კულინარიის სკოლის პროგრამის მხარდამჭერია ®