FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების დახმარების მორიგი ეტაპი დაიწყო ®

მთავარისიახლე, რეკლამა 02.05.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო ამანათებისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგების მორიგი ეტაპი დაიწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების დახმარების მორიგი ეტაპი დაიწყო ®

საქველმოქმედო ღონისძიებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სხვადასხვა ბიზნესკომპანია და ინდივიდუალური მეწარმეა ჩართული. მათ შორის, კომპანიების - შპს „თენგო 2000“-ის, შპს „არალის“, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“-ის, შპს „ასტორიას“, შპს ,,გაბიონის“, შპს „მელიზას“, შპს „მშენებელი 2004“-ის, ბიზნესმენების მერაბ სურმანიძის, ვახტანგ სურმანიძის და სხვების თანადგომით, დახმარებას ამ ეტაპისთვის, 700-ზე მეტი შეჭირვებული, უსახსროდ დარჩენილი და მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს.

ამანათების დარიგების პროცესში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, ქალაქ ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, მერიის სოციალური და სხვა სამსახურების თანამშრომლები არიან ჩართულები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, საკვები პროდუქტების დარიგებას რამდენიმე კვირაა ეტაპობრივად ახორციელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების დახმარების მორიგი ეტაპი დაიწყო ®


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება ®
ადიგენში შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება ®
ადიგენში შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება  ®
ბორჯომში შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა გრძელდება ®

ახალციხის მერია განცხადებას ავრცელებს ®
ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა გრძელდება ®
ახალციხის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს ®