FM97.5 / LIVE

რეგიონებში ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 22.04.2020
მთავრობის გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, რეგიონებში ავტომანქანებით გადაადგილება დღის განმავლობაში ორი საათით შესაძლებელი იქნება.

რეგიონებში ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა

ინფორმაცია ამის შესახებ ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ დაგვიდასტურა.

მისი თქმით დილის 06:00-დან 08:00 საათამდე და საღამოს, 18:00 – 19:00 - მდე დასაშვები იქნება ნებისმიერი ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ მიზნობრივად, სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

„ეს დაშვება არამარტო ჩვენთან, მთელი საქართველოს მასშტაბით დაწესდა. დღის სხვა მონაკვეთებში იმოქმედებს იგივე შეზღუდვა, რაც აქამდე იყო, ხოლო რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო ტექნიკას, მათი მოძრაობა კვლავ დასაშვებია დღის ნებისმიერ დროს. დროის ამ მონაკვეთებში [06:00–08:00 და 18: 00 – 19:00] კი დასაშვები იქნება ნებისმიერი ტრანსპორტის მოძრაობა“.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები (არაუმეტეს 3 პირი, პირბადით).

მთავრობის გადაწყვეტილებით მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავდაპირველად 17 აპრილიდან 21 აპრილამდე აიკრძალა, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით კი შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ნებისმიერი სახის მანქანით გადაადგილება, გარდა გამონაკლისებისა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება დაწესდა ®
მსუბუქი მანქანებით მოძრაობა აიკრძალა - ვის არ ეხება შეზღუდვა
27 აპრილიდან ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება
ვის შეუძლია საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვებ საათებში ტრანსპორტით გადაადგილება
საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
ხვალიდან ქვეყანაში მსუბუქი მანქანებით გადაადგილება იკრძალება
მანქანით 3 პირზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა