FM97.5 / LIVE

'ნუ იქმნით ხელთათმანით დაცულობის ყალბ შეგრძნებას' - პაატა იმნაძე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 27.03.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საზოგადოების ნაწილს აქვს განცდა, რომ ხელთათმანის გამოყენება ვირუსისგან დაიცავთ. მისი თქმით, ხელთათმანი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვიცავს, თუკი მასაც ისევე დავამუშავებთ სადეზინფექციო ხსნარით, როგორც ხელებს.

'ნუ იქმნით ხელთათმანით დაცულობის ყალბ შეგრძნებას' - პაატა იმნაძე

„ჩვენთან დევს ნებისმიერი პროტოკოლი, დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, დევს ვიდეოგაკვეთილებიც. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ნახონ ეს ყველაფერი. მესმის, ჩემი კოლეგები შეშფოთებულები არიან, მაგრამ მაინც. ერთ საკითხზე განსაკუთრებით მინდა ყველას ვუთხრა.

ნუ გიჩნდებათ ყალბი შეგრძნება, რომ ხელთათმანით დაცულები ხართ. ხელთათმანი როცა გვიკეთია, ხელს ისევე უნდა დამუშავება სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით, როგორც ხელებს. რა განსხვავებაა ხელთათმანიან ხელს მოვიკიდებთ სახეზე და ნიღაბს ავიწევ-ჩავიწევთ ან რა განსხვავებაა თუ მობილურს ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ?

კარგად გავითავისოთ ეს რჩევები, ეს ჩემს კოლეგებსაც ეხებათ და სხვებსაც. მაღაზიებში ხშირად ხელთათმანებით მუშაობენ. რა თქმა უნდა, თავს იცავს ეს ადამიანი, მაგრამ გვახსოვდეს, რომ კანიდან არაფერი იჭრება. ხელები რატომაა საფრთხილო? იმიტომ, რომ ხელებით ვეხებით სახეს, ტუჩს, ცხვირს, თვალებს და ასე გადაგვაქვს ვირუსი. ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ამის გადატანა, ამიტომ ხშირად უნდა დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც“.

პაატა იმნაძემ დღეს ქვეყანაში არსებულ საერთო მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი საყოველთაო კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს.

27 მარტის 14:00 მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე
უმჯობესია ხელები ხშირად დაიბანოთ, ვიდრე მთელი დღე დაუმუშავებელი ხელთათმანი გეკეთოთ – ხათუნა ზახაშვილი
‘37 გრადუსი არ არის ის ტემპერატურა, რაზეც უნდა შევშფოთდეთ’ – პაატა იმნაძე
ქელეხებსა და ქორწილებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს - პაატა იმნაძე
‘უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს’ - პაატა იმნაძე

სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში საქეიფოდ გადასვლას – პაატა იმნაძე
‘ნაღდი ფულის შემთხვევაში, სადეზინფექციო ხსნარების ან ცხელი უთოს გამოყენება, ეფექტური იქნება’ –  იმნაძე