FM97.5 / LIVE

ახალციხის აფთიაქებში სპირტის დეფიციტია

მთავარისიახლე 26.03.2020
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება დადგა, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო სადეზინფექციოდ სპირტის გამოყენება. ახალციხეში არსებულ აფთიაქებში სპირტი თითქმის არ იშოვება.

ახალციხის აფთიაქებში სპირტის დეფიციტია

„სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხეში არსებული ათი აფთიაქი მოიარა. ზოგ მათგანში სპირტი დიდი ხანია აღარ იყიდება, ზოგში კი იმდენად მცირე რაოდენობითაა, რომ ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი ბოთლი სპირტი გაიცემა. ამასთან მოიმატა ფასმაც.

„გუშინ ვიყავი გასული სპირტის ყიდვა მინდოდა, თამარაშვილზე ვცხოვრობ და ორ აფთიაქში შევედი, არც ერთში სპირტი არ ჰქონდათ“, - გვითხრა ადგილობრივმა.

თამარაშვილის ქუჩაზე არსებული სამი აფთიაქიდან სპირტი მხოლოდ ერთში „მედფარმა პლუსში“, ისიც შეზღუდული რაოდენობითაა. „10 ბოთლი გვაქვს დარჩენილი შეძლებისდაგვარად გავცემთ, ასევე სხვა სადეზინფექციო ხსნარები შემოვიტანეთ“, - თქვეს აფთიაქში.

აფთიაქ „ჰიგეას“ გამყიდველის თქმით, სპირტი მათთანაც დეფიციტშია და მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა კომპანიამ სპირტი გააძვირა, აღნიშნული აფთიაქი ეთანოლს დროებით აღარ ყიდულობს.

„1 ლარი და 20 თეთრად ვყიდდი ხოლმე 100 მილიგრამიან სპირტს, და კომპანიამ გააძვირა და 2 ლარი და 30 გახდა, ამიტომ სიმართლე გითხრათ შემრცხვა კიდეც მყიდველის, როგორ მიმეყიდა ძვირად“, - გვითხრეს „ჰიგეაში“.

კოსტავას ქუჩაზე არსებულ აფთიაქ „იმპექსში“ კი სპირტი ორი კვირაა, არ ჰქონიათ.

სპირტის დეფიციტია ისეთ სააფთიაქო ქსელებში როგორიცაა „ავერსი“ და „პსპ“. მიუხედავად მასზე დიდი მოთხოვნისა, დიდ აფთიაქებში ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთ ბოთლს გასცემენ. „მაგალითად დღეს მივიღეთ რამდენიმე ბოთლი სპირტი და დღესვე გაიყიდა, უცებ დაიტაცა ხალხმა, აღარ გვაქვს“, - გვითხრეს „ავერსში“.

მედიისა და სოციალურ ქსელების საშუალებით, ექიმები მოსახლეობას ხშირად უხსნიან, რამდენად მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის ხელების სპირტითა და სხვა სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება.

ადგილობრივები ძირითადად სწორედ სპირტს იყენებენ.

ინფექციონისტი ნესტან უშხვანი ამბობს, რომ ვირუსებთან საბრძოლველად სპირტი ერთ-ერთი საუკეთესოა რადგან ვირუსი მის მიმართ მგრძნობიარეა.

„ხელებისთვის ძალიან მიღებულია სპირტნარევი ხსნარებით დამუშავება. ვირუსი ადვილად ინაქტივირდება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებისას, მაგალითად ქლორის შემცველი ნივთიერებები, 75 პროცენტიანი ეთანოლით, სპირტით. ასევე, საყოფაცხოვრებო სარეცხი საშულებების გამოყენება დაბინძურებულ ზედაპირებსა და საგნების გასაწმენდად საკმაოდ ეფექტურია“ - ამბობს ნესტან უშხვანი.

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა. უკვე გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ ჩავუტაროთ სახლს დეზინფექცია
ახალციხის აფთიაქებში ასპირინის დეფიციტია – რატომ ‘გაქრა’ მედიკამენტი
ახალციხეში პირბადე მხოლოდ ოთხ აფთიაქში იყიდება
სადეზინფექციო საშუალებებით ბორჯომის ქუჩების დამუშავება გრძელდება ®
ახალციხეში ქართული წარმოების პირბადეები შემოტანიდან ერთ დღეში გაიყიდა
ახალციხეში 'ტამიფლუს' სამი აფთიაქი გასცემს
სამცხე–ჯავახეთში პირბადეები მხოლოდ ერთ სააფთიაქო ქსელში იყიდება