FM97.5 / LIVE

ახალციხის აფთიაქებში ასპირინის დეფიციტია – რატომ ‘გაქრა’ მედიკამენტი

მთავარისიახლე 28.10.2020
ახალციხეში, დიდ სააფთიაქო ქსელებსა და კერძო აფთიაქებში ასპირინი აღარ აქვთ. ფარმაცევტები აცხადებენ, რომ მედიკამენტზე მოთხოვნა განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაში გაიზარდა.

ახალციხის აფთიაქებში ასპირინის დეფიციტია – რატომ ‘გაქრა’ მედიკამენტი

„სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხეში მდებარე ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა. ასევე მოიარა კერძო აფთიაქებიც, თუმცა ერთის გარდა მედიკამენტი არავის ჰქონდა: „არ გვაქვს რამდენიმე დღეა და ზუსტდ არ ვიცით, როდის შემოიტანენ“.

„ჩვენ 10 დღის წინ მივიღეთ 200–მდე „ასპირინი“ და ორ დღეში თითქმის ამოიწურა, არ ვიცი რატომ აღარ გვაწოდებენ. მედიკამენტი ბელორუსიდან შემოდის და ალბათ უჭირს შემოტანა მომწოდებელს.ზუსტად არ ვიცით როდის გვექნება“, – ამბობს ერთ–ერთი კერძო აფთიაქის ფარმაცევტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ დიდი რაოდენობით ასპირინი რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეიძინა. მათი თქმით, ვირუსი, პირველ რიგში სისხლძარღვებს აზიანებს, ამიტომ, პრევენციის მიზნით, წამლებს იმარაგებენ: „ძალიან გავრცელდა ჩვენს რეგიონში კორონავიურსი, საავადმყოფოებშიც არ აქვთ ადგილები, გავიგეთ, რომ ვირუსის დროს სისხლი სქელდება და გამათხელებელი უნდა დავლიოთ, როგორც ვიცით ამ დროს კარგია ასპირინის მიღება. ამიტომ გახდა ეს წამალი ასეთი მოთხოვნადი, მე მთელი ქალაქი მოვიარე, მაგრამ ვეღარ ვნახე“.

არიან ისეთებიც, რომლებიც ასპირინს წლების განმავლობაში მოიხმარენ, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ყიდვა უჭირთ.

„დღეს შევიძინე, ერთ აფთიაქში ჰქონდათ, ადრე 45 თეთრი ღირდა, ახლა გააძვირეს. წლებია ვსვამ ამ წამალს, როცა ფეხები მისივდება, ახლა რადგან ვიშოვე ბევრი ვიყიდე“, – ამბობს ახალციხეში მცხოვრები ჰამიკ კირაკოსიანი.

ახალციხის მსგავსად სისხლის გამათხელებელ პრეპარატებზე, მათ შორის ასპირინზე მოთხოვნა გაიზარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. სწორედ ამიტომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა, იგი მოუწოდებს მოსახლეობას ექიმის დანიშნულების გარეშე, სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები არ მიიღონ.

„მე მომდის ინფორმაცია, რომ პაციენტები იმარაგებენ კარდიოასპირინს, კარდიომაგნილს, თრომბოასპირინს, ან სვამენ ე.წ. სისხლის გამათხელებელ საშუალებებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის რეკომენდაციას ვერ მოგცემთ. სისხლის გამათხელებელი საშუალებები თვითნებურად არ უნდა მიიღონ. მხოლოდ ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, კონკრეტულად ამა თუ იმ პაციენტმა რომელი გამათხელებელი უნდა მიიღოს. მაგალითად, ასპირინის პრეპარატები მოქმედებს მხოლოდ ტრომბოციტების რგოლზე და სხვა ფაქტორებზე არ მოქმედებს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ასევე ნახეთ:



[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა მედიკამენტების მიღება არ შეიძლება უსიმპტომო პაციენტებისთვის – ცერცვაძის განმარტება
ახალციხეში გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი ‘ტამიფლუ’ არ იყიდება
რა შემთხვევაში მკურნალობენ  კორონავირუსით ინფიცირებულებს ‘პლაქვენილით’  –  თენგიზ ცერცვაძის განმარტება
ახალციხის აფთიაქებში სპირტის დეფიციტია

ექიმი გვირჩევს: რამდენად მნიშვნელოვანია მედიკამენტების სწორად მიღება [ვიდეო]
ინფიცირების  და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა მიუთითებს, რომ მკურნალობის ტაქტიკა სწორია – თენგიზ ცერცვაძე