FM97.5 / LIVE

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.03.2020
საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი ბრძანება 115 ხმით 2 –ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ერთი თვე, 21 აპრილამდე გაგრძელდება.

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა:

იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;

საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა;

დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები;

საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;

იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;

მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.
საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;

ასევე გამოქვეყნდა პრეზიდენტის დეკრეტიც, რომელიც მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა განხორციელდეს.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 49 პირია ინფიცირებული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ღონისძიებები გატარდება საგანგებო მდგომარეობისას
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა
მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 119 პირი დაჯარიმდა
შსს–მ 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 106 ადამიანი დააჯარიმა
პარლამენტმა საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა