FM97.5 / LIVE

რას ღონისძიებები გატარდება საგანგებო მდგომარეობისას

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.03.2020
საქართველო კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე გადადის, რის გამოც პრემიერ–მინისტრმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ნახეთ რა შეზღუდვები იმოქმედებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.

რას ღონისძიებები გატარდება საგანგებო მდგომარეობისას

საგანგებო მდგომარეობა აქვეყანაში 21 აპრილამდე გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა მედიას საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული მოქმედებების ნუსხა გააცნო.

როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს:

· იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში;

· იზოლაციისა და კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები;

· საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

· დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;

· საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის, მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;

· იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

· მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

· აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;

· მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;

· საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია;

· სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ და ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი.

„ეს გახლავთ ის ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. ზოგიერთი ეს ზომა უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ მოთხოვნებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას და ის იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროინდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 49 დადასტურებული შემთხვევაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა
ერთ დღე–ღამეში  საგანგებო რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი იქნა გამოვლენილი
შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შვიდი პირი დააჯარიმა
შსს–მ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო, 104 მოქალაქე დააჯარიმა
საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება