FM97.5 / LIVE

ბავრას ტბაში თევზის დახოცვის მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2020
ჯავახეთში, სოფელ ბავრასთან არსებულ ტბაში, დიდი რაოდენობით თევზის დახოცვის მიზეზებს გარემოსდამცველები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სწავლობს. მათი განცხადებით, აღებულია წყლისა და თევზის ნიმუშები.

ბავრას ტბაში თევზის დახოცვის მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ [ვიდეო]

ახლქალაქში, ბავრას ტბისა და დახოცილი თევზის ნიმუშების შესწავლა სპეციალისტებმა 11 მარტს დაიწყეს. საქმეში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდამცველები: „ნიმუშები აღებულია, როგორც წყლის, ასევე თევზის, უტარდება ექსპერტიზა. პასუხი ორშაბათისთვის იქნება ცნობილი“, - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი.

ბავრაში იმყოფებოდნენ გარემოსდამცველებიც. ისინი ვარაუდობენ, რომ თევზის მსგავსი მასობრივი დახოცვა ჟანგბადის ნაკლებობამ ან გარკვეულმა დაავადებამ გამოიწვია.

„ზამთარში ტბა გაყინული იყო და როცა ეს აღმოაჩინეს, უკვე დაღუპული იყო ყველაფერი. ზემოთ ტრაქტორი მუშაობდა, რომელმაც გადაკეტა წყლის ჩასასვლელი. სავარაუდოა, რომ ჟანგბადის ნაკლებობამ გამოიწვია“, - ამბობს გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ნინო ჩხობაძე.

სოფელ ბავრასთან მდებარე წყალსაცავიდან, რომელსაც ადგილობრივები ტბა „ბიოგეკს“ ეძახიან, დიდი რაოდენობით გამორიყული მკვდარი თევზი ადგილობრივებმა 10 მარტს ნახეს. ამ დრომდე გაურკვეველია ზუსტად როდის მოხდა და რამ გამოიწვია მათი დახოცვა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელსაც ადგილობრივი ავრცელებს.



[რიმა სარუხანიან, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ბავრას ტბაში თევზი იხოცება
ჯავახეთის ტბებში თევზი იხოცება
ჯავახეთში ბავრას ტბაში თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზები ცნობილია
ნინოწმინდასთან ახლოს მდებარე ტბაში თევზი დაიხოცა
ბავრას ტბიდან მკვდარი თევზი ამოიღეს
სოფელ ბავრასთან,  ტბიდან გამორიყული  მკვდარი თევზები მეოთხე დღეა ისევ ისე ყრია [ვიდეო]
‘დახოცილი ქათმები მიწაში ჩავმარხეთ’ - ახალქალაქის მერია