FM97.5 / LIVE

ჯავახეთში ბავრას ტბაში თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზები ცნობილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.06.2020
ახალქალაქში ტბაში თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეისწავლეს. ისინი მიიჩნევენ, რომ თევზი რაიმე დაავადების ანდა წყლის დაბინძურების შედეგად არ დახოცილა.

ჯავახეთში ბავრას ტბაში თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზები ცნობილია

ჯავახეთში „კარასის“ იგივე „კარჩხანას“ სახეობის თევზი ახალქალაქის სოფელ ბავრაში, ნინოწმინდის ტბა თორიასა და კიდევ ერთ მცირე წყალსაცავში დაიხოცა.

სამივე შემთხვევა ერთმანეთის მიყოლებით, მარტის დასაწყისში მოხდა. შემთხვევებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინიტროს პასუხი მხოლოდ ახალქალაქის ბავრას ტბის შემთხვევაზე აქვს.

უწყებამ ლაბორატორიული კვლევისთვის წყლიდან სინჯები აიღო, გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კი მათი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა ჩაატარა.

მათი ინფორმაციით, კვლევამ დაადგინა, რომ ბავრას ტბაში თევზის დახოცვის მიზეზი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა არ იყო.

„ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად არ იქნა გამოვლენილი წყლის იმგვარი დაბინძურება, რასაც შეეძლო გამოეწვია თევზის მასობრივი დახოცვა. არც ლაბორატორიული კვლევით გამოვლინდა თევზის იმგვარი დაავადების არსებობა, რასაც ამგვარი შედეგი მოყვებოდა“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭესთან“.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ რადგან დაბინძურებისა და დაავადების რისკები გამოირიცხა, თევზის დახორცვის მიზეზი უჰაერობა იყო: „ამ ფონზე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ თევზის მასობრივი დაღუპვა გამოწვეული იყო უჟანგბადობით, ხოლო ამის გამოწვევი მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო ისეთ ფაქტორთა ერთობლიობა, როგორიცაა: წყლის ობიექტების მცირე სიღრმე, ჩამდინარე წყლის ნაკლებობა და ტემპერატურული რეჟიმის მკვეთრი ცვლილება“.

თევზის დახოცვის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობდნენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ იქთიოლოგებიც. მათი ნაწილი უჰაერობას, ნაწილი დაავადების გავრცელებას, ანდა ქიმიურ დაბინძურებას ასახელებდა.

ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ - რატომ იხოცება ჯავახეთის ტბებში თევზი - იქთიოლოგების შეფასებები

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბავრას ტბაში თევზის დახოცვის მიზეზს სპეციალისტები სწავლობენ [ვიდეო]
ჯავახეთის ტბებში თევზი იხოცება
ნინოწმინდასთან ახლოს მდებარე ტბაში თევზი დაიხოცა
რატომ იხოცება ჯავახეთის ტბებში თევზი - იქთიოლოგების შეფასებები
სოფელ ბავრას ტბაში თევზი იხოცება
ბავრას ტბიდან მკვდარი თევზი ამოიღეს
სოფელ ბავრასთან,  ტბიდან გამორიყული  მკვდარი თევზები მეოთხე დღეა ისევ ისე ყრია [ვიდეო]