FM97.5 / LIVE

კორონავირუსთან დაკავშირებით ახალციხეში მიკროავტობუსებს დეზინფექციას ჩაუტარებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.03.2020
ახალციხეში საზოგადოებრივ ტრანსპორტს სპეციალური ხსნარით დაამუშავებენ. სადეზინფექციო სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება.

კორონავირუსთან დაკავშირებით ახალციხეში მიკროავტობუსებს დეზინფექციას ჩაუტარებენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასუფთავების და დეზინფექციის აუცილებლობაზე სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე გუშინ, სამ მარტს ისაუბრა. სპეციალური ხსნარები კომპანიებმა თავად უნდა შეიძინონ.

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ხელმძღვანელი, გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მიკროავტობუსებს სადეზინფექციო საშუალებებით მიმდინარე კვირაში დაამუშავებენ.

„დამირეკეს ახალციხის მერიიდან და მითხრეს ყველაფერი, გადამამისამართეს თბილისში პიროვნებასთან, ვისაც სადეზინფექციო საშულებები აქვს. როგორც ვიცი 300 აბი 100 ლარი ღირს, არ ვიცი რამდენი დამჭირდება, რადგან დღეში 16 რეისს მაინც ვაკეთებთ. რაც არ უნდა ღირდეს მთავრია ხალხი იყოს კარგად“,- ამბობს შპს „მიზანის“ ხელმძღვანელი გია გაჩეჩილაძე.

ახალციხის ცენტრალურ ავტოსადგურში, ქვეყნის მასშტაბით რეისებს სხვადასხვა კომპანიის მიკროავტობუსები ასრულებენ. შპს „ჯეოტივი“ ერთ–ერთი მათგანია. მისი დირექტორი, ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ სადეზინფექციო საშულებებს აუცილებლად შეიძენს. ამ კომპანიას ეკუთვნის ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

„სამხრეთის კარიბჭე“ სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ თვითმმართველობებს დაუკავშირდა, გვითხრეს, რომ საზოგადოებრივი ტრანპორტის დეზინფექციის აუცილებლობის შესახებ ყველა კომპანია გააფრთხილეს.

კორონავირუსთან დაკავშირებით ახალციხეში მიკროავტობუსებს დეზინფექციას ჩაუტარებენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მიკროავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდათ
რა დავალება მიიღეს მერებმა გუბერნატორისგან - საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს ®
სადეზინფექციო სამუშაოები ახალციხეში ®
ბორჯომში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ®

ადიგენის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს ®
ახალციხის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]