FM97.5 / LIVE

ვინ შეასრულებს ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.03.2020
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ლევან ლიპარტიას და გიორგი გოგიჩაიშვილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უფლებამოსილება დღეს, ორ მარტს შეუჩერა. მათ მოვალეობებს დროებით, მოადგილეები შეასრულებენ.

ვინ შეასრულებს ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ბორჯომში დღეს, ორ მარტს ჩატარდა. დახურულ სხდომაზე დეპუტატებმა, ლევან ლიპარტიას და გიორგი გოგიჩაიშვილის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ცნობად მიიღეს.

მერის მოვალეობას პირველი მოადგილე, დავით ზაალიშვილი შეასრულებს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისას – ოთარ არბოლიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი 28 თებერვალს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშნული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8 000 ლარი გამოართვა.

ამ დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილისთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამივე მათგანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გუშინ, პირველ მარტს შეეფარდათ.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუს–ში ადასტურებენ ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას – ბრიფინგი უწყებაში [ვიდეო]
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
'ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან'- ლევან ლიპარტია
‘თანამდებობა არაა ინდულგენცია’- ცქიტიშვილი ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე
ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს [ვიდეო]