FM97.5 / LIVE

‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.03.2019
სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით გოგალაძე ამბობს, რომ რეგიონის რვა სოციალური მუშაკიდან გაფიცვას ხუთი მათგანი შეუერთდა, სამი კი ჩვეულებრივ მუშაობას აგრძელებს.

‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით გოგალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე სააგენტო შეუფერხებლად მუშაობს, სამი სოციალური მუშაკი, რომელიც გაფიცვას არ შეუერთდა მუნიციპალიტეტებშია გადანაწილებული.

„დღეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნება სააგენტოში, რომელშიც გაერთიანდება უფროსი, მოადგილე და ფსიქოლოგი, გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიძახოთ სპეციალისტი თბილისიდან. ყველანაირად ვეცდებით, რომ არაფერი გავაფუჭოთ, თუ გამოძახება იქნება, გავა ჯგუფი და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებას შევძლებთ“, – განმარტავს დავით გოგალაძე.

რომელი სციალური მუშაკები არ შეუერთდნენ გაფიცვას გოგალაძე არ ამხელს. ამის შესახებ არც უფროსი სოციალური მუშაკი სამცხე–ჯავახეთში ნინო საანიშვილი საუბრობს: „გაფიცულები ვართ, სხვას ვერაფერს ვერ გეტვით“.

დღეიდან, 25 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ.

სოცმუშაკები უკვე ორი თვეა აფრთხილებენ სახელმწიფოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ მიეცემათ შესაფერისი შრომითი პირობები, დარეგულირებული გრაფიკი და შესასრულებელი საქმეების ადეკვატური ოდენობა, ისინი გაიფიცებიან. სოციალურ მუშაკებს ფეისბუქზე გვერდიც აქვთ შექმნილი, სადაც თავიანთი პროტესტის შესახებ აქტიურად წერენ.

სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში რვა სოციალური მუშაკი და ერთი უფროსი სოციალური მუშაკია. მათ შორის ახალციხესა და ასპინძაში – ორ–ორი, ბორჯომში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ადიგენში კი ერთ–ერთი სოციალური მუშაკია. მათ მუშაობა მძიმე პირობებში უხდებათ.

[თნათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან
25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან
‘რაღაც გაურკვევლობა მოხდა’– სამცხე–ჯავახეთში მომუშავე სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ
სამცხე–ჯავახეთში ხელფასი 12 სოცმუშაკს გაეზრდება