FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ეკოტურიზმის ინფრასტრუქტურა მოეწყობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.02.2020
ათზე მეტი ხის კოტეჯი, ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და შვიდზე მეტი დასასვენებელი ფანჩატური, - ასეთია იმ ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელიც აბასთუმნის მიმდებარედ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა.

აბასთუმანში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ეკოტურიზმის ინფრასტრუქტურა მოეწყობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. შპს „ჯორჯია 2016“-ს ტერიტორია 35 წლიანი აღნაგობის (იჯარის) უფლებით გადაეცა და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის სამწლიანი ვადა აქვს.

კომპანია ასევე ვალდებულია :

• მომზადებული არქიტექტორული პროექტი, მშენებლობის ნებართვის აღებამდე შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“
• ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიცია
• სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ მოამზადოს "ზურმუხტის ქსელზე" შეფასება.

35 წლიანი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, 6 630 კვ.მ ტერიტორია, თავისი ინფრასტრუქტურით სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.

"ზურმუხტის ქსელი" არის ეკოლოგიური ქსელი, რომელიც შედგება „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიებისაგან“. "ზურმუხტის ქსელი" წარმოადგენს ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული „ნატურა 2000-ის“ ქსელის ანალოგს. მისი შექმნა ევალებათ ბერნის კონვენციაზე მიერთებულ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომელიც კონვენციის მონაწილე მხარე 2009 წელს გახდა. "სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიებზე" მყარდება მართვის განსაკუთრებული, თუმცა გარკვეულწილად მოქნილი, რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს, ბერნის კონვენციით დაცული ჰაბიტატებისა და სახეობების გრძელვადიან შენარჩუნებას.

[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯავახეთის ორ ტბას საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანენ
სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკი მოეწყობა
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის მოსწავლეები სტუმრობდნენ
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 დოლარი დაიხარჯება
აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება
ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა