FM97.5 / LIVE

წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.01.2020
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ციხის მონიტორინგის კადრების გასაჯაროების კანონიერების შესწავლას ითხოვს.

წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

ინფორმაცია ნინო ლომჯარიამ დღეს, 22 იანვარს გაავრცელა.

„ვინაიდან სახალხო დამცველის ერთ-ერთი რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება და ცალსახად გაუგებარია ვიდეო ჩანაწერის დაარქივების მიზნობრიობა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან ვიდეო ჩანაწერების დაარქივებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის პროცესში სახეზეა ცალსახა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, ორივე რწმუნებულის ეპიზოდში - მათი მაიდენტიფიცირებელი ვიდეო კადრების გასაჯაროება არღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს“, - ნათქვამია განცადებაში.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხების გადამოწმებისა, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, სახელმწიფო ინსპექტორმა შეისწავლოს „იუსტიციის სამინისტროში ვიდეო ჩანაწერების დაარქივების ზოგადი პრაქტიკა და სხვა კანონსაწინააღმდეგო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც გაატაროს კანონშესაბამისი ღონისძიებები.“

ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიდეო მიიტანა, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული.

„ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ სააკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და ოთხი საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში. მე არ ვამბობ რომ ეს არის მასიური შემთხვევა, მაგრამ რასაც ჩემს თანამშრომლებს თქვენ საყვედურებთ, არც ის არის მასიური შემთხვევა. მე მაქვს პრეტენზია ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი",– განაცხადა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას. ომბუდსმენის განმარტებით, ეუბნებიან პატიმრებს, რომ არ დაწერონ საჩივარი და ისინი თავად მოუგვარებენ პრობლემებს. აქვს ადგილი გარიყვას, იძულებას, შევიწროებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთოს აკრეფვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირიყებიან მათი სოციუმიდან და ექვემდებარებიან ჩაგვრას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი - 'ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს'
არასამთავროები წულუკიანის მიერ ციხის ვიდეოს გასაჯაროებას კანონდარღვევად აფასებენ
წულუკიანის მიერ, ციხის კადრების გასაჯაროების გამო სამინისტრო დაჯარიმდა – საია
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს
ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს
სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში