FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი - 'ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.01.2020
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს, 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას.

ომბუდსმენი - 'ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს'

ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში წარადგინა.

„ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (cpt) შარშანდელ ანგარიშში ძალიან ხმამაღლა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არსებობენ ე.წ. მაყურებლები, ეს ეხებოდა მე- 15 დაწესებულებას. თუმცა, ჩვენ შევარჩიეთ საქართველოში ყველაზე დიდი ნახევრად ღია ტიპის და დახურული დაწესებულებები, საერთო ჯამში ოთხი ყველაზე დიდი დაწესებულება. ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ როგორც ნახევრად ღია ტიპის, ასევე დახურულ დაწესებულებებში, სადაც ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ დახურული რეჟიმია, თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, ეუბნებიან პატიმრებს, რომ არ დაწერონ საჩივარი და ისინი თავად მოუგვარებენ პრობლემებს. აქვს ადგილი გარიყვას, იძულებას, შევიწროებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთოს აკრეფვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირიყებიან მათი სოციუმიდან და ექვემდებარებიან ჩაგვრას", – განაცხადა სხდომაზე ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ასეთ სიტუაციაში, ციხის ადმინისტრაციამ შეიძლება ნებისმიერ დროს დაკარგოს კნტროლი: „ჩვენ გვახსოვს 2013, 2014, 2015 წლებში, როცა სწორედ კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი ე.წ. მაყურებლების მხრიდან მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და 3 პატიმრის გარდაცვალება სწორედ ასეთი გარჩევების დროს, ამიტომ ის ე.წ. წესრიგი ძალიან მყიფეა დღეს პენიტენციალურ დაწესებულებებში, ძირითადად, ასეთი ტიპის ურთიერთობებს გულისხმობს და ნებისმიერ დროს ადმინისტრაციამ შეიძლება კონტროლი დაკარგოს სიტუაციაზე“.

ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიდეო მიიტანა, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული.

„ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ სააკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და ოთხი საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში. მე არ ვამბობ რომ ეს არის მასიური შემთხვევა, მაგრამ რასაც ჩემს თანამშრომლებს თქვენ საყვედურებთ, არც ის არის მასიური შემთხვევა. მე მაქვს პრეტენზია ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი",– განაცხადა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა
არასამთავროები წულუკიანის მიერ ციხის ვიდეოს გასაჯაროებას კანონდარღვევად აფასებენ
ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის წარმომადგენლებს ბავშვებთან საუბრის უფლება არ მისცეს
ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონში ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენმა ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა
სახალხო დამცველი N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას თხოვს