FM97.5 / LIVE

აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.01.2020
„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ“ - აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ელიზაბეთ რუდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. მხარეებმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ასევე ფარმაცევტული კომპანია გილიადის ჩართულობით. ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ. იმ წამლების რაოდენობა, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. მომწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც იგივე სახის განცხადება გაავრცელა. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, რომ ჩაიტარონ სკრინინგი და მიიღონ ის ბენეფიტები, რასაც სახელმწიფო, C ჰეპატიტის მკურნალობის მიზნით, აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს. აღნიშნული კი ქვეყანასაც დაეხმარება, მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნებს“, - განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი.

გარდა ამისა, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ასევე აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია.

მოგვიანებით, აუდიტის დასკვნას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, დავით სერგეენკო გამოეხმაურა, მისი თქმით, პრეპარატების ვადის გასვლით არცერთი პაციენტი არ დაზარალებულა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით
აუდიტი - C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა
საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია „STOP C“ იწყება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
ახალი პრეპარატი C ჰეპატიტის წინააღმდეგ
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე რეგისტრაცია იწყება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის კვლევები უფასო გახდა