FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის წარმომადგენლებს ბავშვებთან საუბრის უფლება არ მისცეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.09.2018
ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს დაწესებულების ადმინისტრაციამ ბავშვებთან საუბრის უფლება არ მისცა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის წარმომადგენლებს ბავშვებთან საუბრის უფლება არ მისცეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარების მიზნით მივიდნენ. თუმცა, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ბავშვებთან საუბრის უფლებას მხოლოდ სასულიერო პირების თანდასწრებით მისცემდნენ.

„ანგარიშში ავსახავთ ყველაფერს, ჯერ–ჯერობით კომენტარისაგან თავს შევიკავებთ“, – განუცხადეს „სამხრეთის კარბიჭეს“ სახალხო დამცველის აპარატში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ადმინისტრაციამ facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ომბუდსმენის წარმომადგენლებს უნდობლობას უცხადებენ. მიზეზი კი ისაა, რომ ნინო ლომჯარია ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერს.

„რადგანაც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საჯაროდ ითხოვს ჰომოსექსუალიზმის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში და ეწევა ასეთი გახრწნილების და მომაკვდინებელი ცოდვების პროპაგანდას, ამიტომ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ ამ აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადა უნდობლობა და მოსთხოვა რომ ამ გასაუბრებას დასწრებოდნენ ბავშვთა სახლში მომსახურე სამღვდელოება და ბავშვთა სახლის ზედამხედველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ ომბუდსმენის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ასევე, სცადა ნინოწმინდის ბავშთა სახლთან დაკავშირება, თუმცა ადმისნიტრაციის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.

[მარიამ ბარძიმაძე,ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე: ‘ბავშვებმა თავად უნდა გვითხრან რა აწუხებთ’
სტანისლავ ბონდარენკო  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წმინდა ნინოს დღესასწული მიულოცეს
ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გამგეობამ საჩუქრები გადასცა
შეხვედრა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე
სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ