FM97.5 / LIVE

ბორჯომში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.01.2020
დღეს, 18 იანვარს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომში მდინარე მტკვარში განბანვის რიტუალი შესრულდა.

ბორჯომში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში საზეიმო წირვა–ლოცვა ტარდება.

ბორჯომის ეპარქია 17 წელია განბანვის რიტუალს ნათლისღების წინა დღეს, 18 იანვარს ასრულებს. რიტუალის დაწყებამდე სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ და წყალს აკურთებენ.

„მდინარეს ვაკურთებთ და მრევლთან ერთად წყალში ჩავდივართ, ამ დროს სიძულვილის განბანვა ხდება. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ნათლისღება უფლისა იესო ქრისტესი. ღმერთმა დაგლოცოთ მოგანიჭოთ რწმენა, სიყვარული, თავმდაბლობა“,-ამბობს ბორჯომის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი.

მისი თქმით, ტრადიციას საფუძველი ბორჯომში 17 წლის წინ, მეუფე სერაფიმეს კურთხევით ჩაეყარა.

„წელს მეორედ შევდივარ წყალში და ასე ავღნიშნავ ამ დღესასწაულს, ვულოცავ ყველას და გისურვებთ ღვთისწყალობას“,-ამბობს ბორჯომში მცხოვრები ანი კლინიკოვა.

მრევლის ნაწილი, კი ბორჯომში განბანვის რიტუალში დაწყების დღიდან მონაწილეობს.

„მე და ჩემი ოჯახის წევრები მეუფე სრაფიმეს მრევლი ვიყავით და იმ დღიდან, როცა დაიწყო ეს ტრადიცია ყოველ წელს ვიღებთ მონაწილეობას. გილოცავთ და ღვთისწყალბა არ მოგკლებოდეთ“,-ამბობს ბორჯომის ეპარქიის მრევლი გულიკო გვიმრაძე.

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს.

ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

ბორჯომში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

ბორჯომში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

ბორჯომში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

ბორჯომში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ახალციხეში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს
ნათლისღება ახალციხეში [Photo]
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ახალციხეში ნათლისღება აღნიშნეს [ფოტო]
სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს