FM97.5 / LIVE

ახალციხესა და ასპინძის ტერიტორიაზე ერუშეთის ეროვნული პარკი გაკეთდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.12.2019
კანონპროექტი, რომელიც ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიებზე ეროვნული პარკის მოწყობას ითვალისწინებს, უკვე მზად არის. ავტორები პარლამენტში მის განხილვასა და დამტკიცებას ელოდებიან. პარკი ტრანსსასაზღვრო იქნება და თურქეთის ტერიტორიაზეც გაგრძელდება.

ახალციხესა და ასპინძის ტერიტორიაზე ერუშეთის ეროვნული პარკი გაკეთდება
ურაველი, ფოტო:ლაშა გაბელია

ერუშეთის ეროვნული პარკი ახალციხეში მთელს ურავლის ხეობას, ასევე სოფელ წყალთბილის მხარეს მოიცავს, ასპინძაში იგი ზველისა და ჭობარეთის მიმდებარედ გრძელდება. ეს არის ის ადგილები, რომლებიც ფლორითა და ფაუნით მდიდარია.

კანონპროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორიის მახლობლად არსებული სოფლები დამხმარე ზონა იქნება და პარკის მოწყობა აქ მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გავლენას მოახდენს.

ეროვნული პარკის მოწყობის ინიციატორი მთავრობაა. კანონპროექტის ავტორი კი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), რომლის კოორდინირებითაც პარკის სამიზნე ტერიტორიის შესწავლა 2016 წლიდან, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. ჩატარდა კვლევები ბიომრავალფეროვნების (ფლორა, ფაუნა, ეკოსისტემები) და სოციალურ-კულტურული ასპექტების მიმართულებით.

„მესამე წელია მიმდინარეობს შესწავლა. კანონპროექტი მზად არის, სამინისტროებშია გადაგზავნილი, თუმცა ჯერ პარლამენტს არ განუხილავს და ამას ველოდებით. როდესაც განიხილავს, უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ფორმალურად დაარსებული იქნება“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი, WWF -ს წარმომადგენელი გიორგი ცინცაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველა სამუშაო შესრულებულია. პროექტში ჩართული მხარეები ეტაპობრივად შეხვედრებს მართავენ იმ სოფლებში, რომლებიც ეროვნული პარკის დამხამრე ზონას წარმოადგენენ: „ეროვნულ პარკში არცერთი სოფელი არ აიქნება ჩართული, მაგრამ სოფლები იქნება დამხმარე ზონა. ახალციხიდან დაახლოებით 22-23 სოფელი, ურავლის ხეობა და მისი მოსაზღვრე დასახლებები, თურქეთის საზღვრებთან“.

პროექტში ახალციხიდან ასოციაცია „ტოლერანტია“ ჩართული. მისი ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ ეროვნული პარკის მოწყობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თავალსაზრისით, არამედ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების კუთხითაც: „მის მიმდებარე ზონაში, მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პერსპექტივა, იმიტომ, რომ შემოვა ბევრი ტურისტი, გაშენდება ვიზიტორთა ცენტრი, ბილიკები, იქნებიან გიდები, რეინჯერები და ა.შ. ყველაფერი, რაც სჭირდება ეროვნულ პარკს. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

ერუშეთის ეროვნული პარკი ერთგვარი ტრანსსასაზღვრო ზოლიც იქნება, რადგან დაცული ტერიტორია გრძელდება თურქეთის მხარესაც:
„კონკრეტულად ერუშეთის რაც შეეხება, თურქეთის მხარესაც არის დაცული ტერიტორია, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ერუშეთს სტატუსი აეწევა და საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს“, - ამბობს გიორგი ცინცაძე.

როდის განიხილავს პარლამენტი კანონპროექტს, ჯერ ცნობილი არ არის. ერუშეთის პარკის მოწყობის შესახებ პირველად 2019 წლის თებერვალში გაჟღერდა. მისი ფართობი 11 680, 5 ჰექტარი იქნება.

ამჟამად საქართველოში 88 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 42 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 597 ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8 პროცენტია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკი მოეწყობა
გახარია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება
კვირის აქცენტი: ერუშეთის ეროვნული პარკი [ვიდეო]
საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი 15 ივნისიდან გაიხსნება
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 დოლარი დაიხარჯება
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაფინანსებას კავკასიის ბუნების ფონდიდან მიიღებს