FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრალური სადგურიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები არ გასულან

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.12.2019
დღეს, 14 დეკემბერს ახალციხის ცენტრალური სადგურიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი მარშრუტები არ შესრულდა. ყველა ტრანსპორტი თბილისში „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ხალხის წასაყვანად გამოიყენეს.

ახალციხის ცენტრალური სადგურიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები არ გასულან

„ორი დღე არ ვიყავი სამსახურში, ისე კი ვიცოდი, რომ მიკროავტობუსები მიჰყავდათ, მაგრამ ასე სულ თუ არავინ იქნებოდა, არ მეგონა“,- ამბობს ახალციხის ცენტრალური ავტოსადგურის თანამშრომელი დავით ტაბატაძე.

მისივე თქმით, თბილისის არა, თუმცა სხვა ხაზის მარშრუტები სრულდება: „ვალე დგას, ბათუმი, ახალქალაქის, ნინოწმინდის და აბასთუმნის მიმართულებითაც მიდიან ავტობუსები. პატარ–პატარა რეისები სრულდება“.

კომპანია შპს „ჯეოტივი“-ის დირექტორის ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, "ოცნებამ" მათი კომპანიის რვა ავტობუსი იქირავა: „ხელშეკრულება დავდეთ და ოფიციალურად თანხაც გადარიცხეს“

მისივე თქმით, თბილისის მიმართულებით სამგზავრო მიკროავტობუსები მოძრაობას 14:00 საათიდან დაიწყებენ.

ცენტრალურისგან განსხვავებით, თბილისი მიმართულებით დილიდან მოძრაობენ მიკროავტობუსები მეორე ავტოსადგურიდან.

სადგურის თანამშრომელი ამბობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებს მიკროავტობუსები მიაქირავეს, თუმცა ყველა არა: "დღეს ხუთი მანქანით ვმუშაობთ. იმათ მივეცით ერთი 70 კაციანი დიდი ავტობუსი და სამი 35 კაციანი“,- გვითხრეს სადგურზე.

ახალციხის ცენტრალური სადგურიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები არ გასულან

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხიდან თბილისის მიმართულებით ”რეისები” არ ჩაშლილა
'მიკროავტობუსები' ჭეჭლის უბანზე ამომრჩევლების მისაყვანად
იკრძალება თუ არა მიკროავტობუსების მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში
დამატებითი რეისები ბათუმის მიმართულებით [R]
დღეს დილიდან ახალციხის ავტოსადგური  გაფიცულია
ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება