FM97.5 / LIVE

მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მარტივდება

მთავარისაზოგადოება 16.10.2013
2013 წლის ბოლოდან მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზეც იქნება შესაძლებელი.

მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მარტივდება
ამის შესახებ დღეს, 16 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო კობახიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, მოქალაქეებს გამოცდის ჩაბარება მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზეც შეეძლებათ და ავტომატურზეც.

თუ მოქალაქე გამოცდას ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მას მხოლოდ ამ სახეობის ტრანსპორტის მართვის საშუალება ექნება. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მოქალაქეს უფლება ექნება მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთი სიახლის მიხედვით, მართვის აღებისას მძღოლებს საშუალება ექნებათ, მოწმობაზე სისხლის ჯგუფი მიუთითონ.

ნინო კობახიძის განმარტებით, სისხლის ბანკის დახმარებით, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე ლაბორატორია განთავსდება, სადაც უახლოეს მომავალში მსურველებს საშუალება ექნებათ მართვის მოწმობის აღებისას უფასოდ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი სისხლის ჯგუფისა და რეზუსის შესახებ, ხოლო დონორობის შემთხვევაში, მათ ოთხი სახეობის ვირუსზე უფასო გამოკვლევის ჩატარების საშუალება ექნებათ.

გარდა ამისა, 2014 წლიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო, განათლების სამინისტროსთან ერთად, საჯარო სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების სწავლების შემოღებას გეგმავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ შეიცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა
მართვის მოწმობის გამოცდების ბუმი საქართველოში
მომსახურების სააგენტოში სისხლის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
დღეიდან მართვის უფლების თეორიული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია
მართვის მოწმობის გამოცდები დროებით უქმდება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის ახალციხის ქუჩები დაიხაზა
18 მაისიდან მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება