FM97.5 / LIVE

მართვის მოწმობის გამოცდების ბუმი საქართველოში

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.07.2019
საქართველოს მასშტაბით, მომსახურების ყველა სააგენტოში, მართვის მოწმობის გამოცდაზე სარეგისტრაციო ბაზები შევსებულია. რეგისტრაციას კვირას, 28 ივლისიდან შეძლებთ, როცა ბაზა გაიხსნება.

მართვის მოწმობის გამოცდების ბუმი საქართველოში

ახალციხის ავტოსკოლა „მწვანე შუქში“ თამარ გელაშვილი, უკვე მეორე კვირაა, დადის. მან გამოცდაზე დარეგისტრირება რამდენიმე მცდელობის შემდეგ ძლივს მოახერხა.

„მწავნე შუქის“ წარმომადგენლის პეტრე პეტაშვილის განმარტებით, მართვის მოწმობის მსურველების ცდილობენ, იქამდე აიღონ მოწმობა, სანამ ახალი რეგულაციები შევა ძალში.

„ქალაქში ტარება ემატება გამოცდას და თან გადასახდელი თანხაც ძვირდება. ამიტომ მათთვის მოსახერხებელია, ახლა ჩააბარონ“, – გვითხრა პეტრე პეტაშვილმა.

„ყოველ კვირა დღეს იხსნება რიცხვები და იდება ახალი ადგილები. შესაბამისად ხალხი ისეთი მობილიზებულია, რომ ერთ საათში ნახევარ საქართველოშ დაკავშნილი აქვთ ადგილები“, გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინსტროს მომსახურების სააგენტოში.

ამ დროისთვის, საქართველოში მომსახურების არც ერთ სააგენტოს თავისუფალი დასაჯავშნი ადგილები აღარ აქვს. ბაზა მომდევნო კვირას, 28 ივლისს გაიხსნება.

გამოცდის ღირებულება


შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად გარდაქმნა გამოცდის საფასურის გაზრდას გამოიწვევს. თეორიული ნაწილზე რეგისტრაცია 40 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდება. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, თითოეული ეტაპის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური 40 ლარი იქნება, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი.

A, C, D, BE, CE, DE კატეგორიის და A1, A2, B1, C1, D1, C1E და D1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი იქნება, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების — 150 ლარი.

სიახლეა ისიც, რომ თუ ამ დრომდე B კატეგორიის შემთხვევაში, მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით გამოცდის ჩაბარების დროს მძღოლს 40 ლარის გადახდის შემდეგ, უფასოდ ხუთი გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, ახალი რეგულაციით, ავტომატურ და მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით გამოცდის ჩაბარება გათანაბრდება.


თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:


• განცხადება (ივსება ადგილზე);
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
• პირადობის მოწმობა;
• კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ან/და რიგის დაჯავშნის შემდეგ მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება (მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური - 40 ლარი; მართვის მოწმობის საფასური - 15 ლარი);
• სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის შესაბამისი სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გავლილია პროფესიული მომზადება ან გადამზადება ("A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება).

არასრულწლოვანი მოქალაქისთვის (17 წლის) წარსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება (ივსება ადგილზე);
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
3. პირადობის მოწმობა;
4. დაბადების მოწმობის დედანი (ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული);
5. მშობელი (ან მშობლის თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული);
6. საჯარო სკოლის მოწმობა ან ავტოსკოლის მოწმობა;
7. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ან/და რიგის დაჯავშნის შემდეგ მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).

სტუდენტის სტატუსის მქონე მოქალაქისთვის(18 წლის) წარსადგენი დოკუმენტები:

1.განცხადება (ივსება ადგილზე);
2.ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
3.პირადობის მოწმობა (ID ბარათი, სტუდენტის სტატუსით);
4.საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ან/და რიგის დაჯავშნის შემდეგ მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).

კანდიდატს საშუალება აქვს გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტი სასურველ ენაზე ჩააბაროს, მათ შორის: ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე.

თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს საშუალება აქვს 30 დღის განმავლობაში, 7 დღეში ერთხელ, გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე (ფასიანი გასვლა ულიმიტოა), ხოლო თეორიულ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, განმეორებით გამოცდაზე დაიშვება 7 დღის შემდეგ, საფასურის თავიდან გადახდის შემთხვევაში.

მართვის მოწმობის გამოცდების ბუმი საქართველოში

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტი მართვის მოწმობებთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვას იწყებს
როგორ შეიცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლოა ქუჩებში დაიწყოს, მათ შორის ახალციხეშიც
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე დარეგისტრირება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი
18 მაისიდან მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება
რომელი კატეგორიის მართვის მოწმობებს შეუნარჩუნდება იურიდიული ძალა 2019 წლის მარტამდე
მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მარტივდება