FM97.5 / LIVE

როგორ შეიცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2019
მართვის მოწმობის გამოცდაში შსს ცვლილებებს გეგმავს. კანდიდატებმა გამოცდა სამ ნაწილად უნდა ჩააბარონ. თეორიული ნაწილი უცვლელი დარჩება. მანქანის ტარების უნარი კი, როგორც დახურულ მოედანზე, ასევე ქალაქის ქუჩაში შემოწმდება.

როგორ შეიცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ძირითადად, პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად დაყოფას, გამოცდაზე გასვლის ვადებსა და საფასურს შეეხება.

შინაგან საქემთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპად დაიყოფა.

მას შემდეგ, რაც მსურველი გამოცდისთვის დარეგისტრირდება, მან თეორიული ნაწილი უკვე არსებული წესის მიხედვით უნდა ჩააბაროს, პრაქტიკული ნაწილი კი დახურულ მოედანსა და ქალაქში.

„თეორიული გამოცდა რჩება ისე, როგორც იყო. ის, ვინც ჩააბარებს გამოცდას დახურულ მოედანზე, გადადის შემდეგ ეტაპზე, ქალაქში, რეალური მართვის პირობებში. მოძრაობაში მოვახდენთ კანდიდატების შემოწმებას, რამდენად მომზადებულები არიან მართვის მოწმობის მისაღებად და იმისათვის, რომ მართონ სატრანსპორტო საშუალება“, - განმარტავს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი.

პრაქტიკული გამოცდა ქალაქში


პრაქტიკული გამოცდის ქალაქის ქუჩებში ჩაბარებისას, მართვის მოწმობის აღების მსურველს შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი გაჰყვება.

სააგენტოში ამბობენ, რომ სწორედ ისინი იზრუნებენ უსაფრთხოების ზომებზე, რათა ქალაქში მოძრაობისას მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნათ: „კანდიდატი, როცა უკვე ჩააბარებს გამოცდას დახურულ მოედანზე ანუ როცა ჩაითვლება, რომ მან იცის მართვა, შემდეგ გავა ქუჩაში. შესაბამისად, მაქსიმალურად ყურადღება მიექცევა იმ უსაფრთხოების ზომებს, რაც საგზაო მოძრაობის წესებშია გაწერილი. ჩვენი უფლებამოსილი თანამშრომელი იქნება მანქანაში და მისი მითითების შესრულება, მოძრაობის დროს, იქნება სავალდებულო“.

სააგენტოს ინფორმაციით, თანამშრომლები, რომლებიც პრაქტიკულ გამოცდას დააკვირდებიან, უკვე გადამზადდნენ: „ისინი ახლაც გადიან ტრენინგებს, გაიარეს თეორიული და პრაქტიკული მომზადებაც და ამის შემდეგ იქნებიან პრაქტიკული გამოცდის ექსპერტები“.

გამოცდის ეტაპები


ცვლილება შეეხო საგამოცდო ვადებსაც. კერძოდ, ამჟამად არსებული წესის მიხედვით, თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, დარეგისტრირებულ პირს პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად 30 დღე აქვს. კანონპროექტის მიხედვით კი, ეს პერიოდი ერთ წლამდე გაიზარდა.

„ახალ პირობებში, თეორიულ გამოცდას ექნება ერთი წლის ვადა და ამ ერთ წელიწადში უნდა ჩააბაროს კანდიდატმა ორივე ეტაპი. თუ იგი გამოცდაში ჩაიჭრა, გადაბარების საშუალება ექნება. თუ კანდიდატი ვერ ჩაეტია ამ ერთ წელში და ვერ ჩააბარა, პრაქტიკული მართვა მოედანზე ან ქალაქის პირობებში, მაშინ, მან თავიდან უნდა ჩააბაროს თეორიული გამოცდა“, - ამბობს იმედა მაკასაშვილი.

გამოცდის ღირებულება


შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად გარდაქმნა გამოცდის საფასურის გაზრდას გამოიწვევს. თეორიული ნაწილზე რეგისტრაცია 40 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდება. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, თითოეული ეტაპის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური 40 ლარი იქნება, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი.

A, C, D, BE, CE, DE კატეგორიის და A1, A2, B1, C1, D1, C1E და D1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი იქნება, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების — 150 ლარი.

სიახლეა ისიც, რომ თუ ამ დრომდე B კატეგორიის შემთხვევაში, მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით გამოცდის ჩაბარების დროს მძღოლს 40 ლარის გადახდის შემდეგ, უფასოდ ხუთი გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, ახალი რეგულაციით, ავტომატურ და მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით გამოცდის ჩაბარება გათანაბრდება.

მომსახურების სააგენტოში საფასურის შესახებ არ საუბრობენ: „ღირებულება მაშინ განისაზღვრება, როცა კანონი ამოქმედდება. ამ ეტაპზე, პარალმენტი მსჯელობს და შემდეგში შევძლებთ ამაზე საუბარს. საფასურის დამტკიცება პარლამენტის პრეროგატივაა“, - ამბობს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი.

სად შეიძლება გამოცდის ჩაბარება


მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება, მსურველებს ყველა იმ ქალაქში შეეძლებათ, სადაც მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებია განთავსებული. თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ზუგდიდსა და ფოთში პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება: „ფოთსა და ზუგდიდში მიმდინარეობს გზის საფარის სამუშაობი და არ გვეძლევა საშულება, რომ მოვაწყოთ პრაქტიკული გამოცდა. ასევე თბილისის მარშრუტები არ შედის პრაქტიკულ გამოცდაზე“.

მაკასაშვილის განმარტებით, გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება დარეგისტრირებულ პირებს სხვა ნებისმიერ ქალაქში შეეძლებათ: „გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ინტენსიური და არაინტენსიურია რომელიმე ქალაქში მოძრაობა. ჩვენ იმას ვაფასებთ, რამდენად იცის კანდიდატმა საგზაო მოძრაობის წესები. თუ ადამიანი სწორად ფლობს საგზაო მოძრაობის წესებს, მას ინტენსიური მოძრაობა ხელს არ შეუშლის“.

ცვლილებების მიხედვით, მოტოციკლისა და ავტომობილის მართვის მოწმობას 18 წლამდე ასაკის პირები ვეღარ აიღებენ.

ამ ეტაპზე, კანონპროექტი საკომიტეტო განხილვებზეა წარდგენილი. მისი ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლოა ქუჩებში დაიწყოს, მათ შორის ახალციხეშიც
პარლამენტი მართვის მოწმობებთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვას იწყებს
მართვის მოწმობის გამოცდების ბუმი საქართველოში
18 მაისიდან მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება
მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მარტივდება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის ახალციხის ქუჩები დაიხაზა
დღეიდან მართვის უფლების თეორიული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია