FM97.5 / LIVE

ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.12.2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორ დაცლილ სოფელში, გვერდის უბანსა და ვარდევანში, სადაც მხოლოდ შვიდი ოჯახი ცხოვრობს მზის ელექტროსადგურები დადგეს. ადგილობრივები მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით ისარგებლებენ.

ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

გუჯარეთის ხეობის, ორი სოფლის მცხოვრებლები ელექტოენერგიას პირველად მიიღებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება დაახლოებით 100 000 ლარი დაჯდა.

"ამიერიდან ადგილობრივები მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით ისარგებლებენ. ხეობის სოფლები დიდი ხანია დაცლილია მოსახლეობისგან. ინიციატივა იმოქმედებს მოსახლეობის დამაგრებასა და ადგილზე სოფლის მეურნეობის განვითრებაზე", – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მზის პანელები 87 სოფლის 178 ოჯახში გაკეთდება.

მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევს. დახმარების ფარგლებში ხდება საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ინვენტარიზაცია და პროგრამის მენეჯერის დაქირავება, რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს პანელების დამონტაჟების ზედამხედველობას, ოჯახების ინფორმირებას პანელების ტექნიკური შესაძლებლობების და გამოყენების შესახებ. პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები.

მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია „იუჯითი“ განახორციელებს. ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.ეს არის საქართველოს მთავრობის მეორე ინიციატივა, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ორ სოფელში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება
სოფელ ფარეხაში ელექტროენერგიის მისაღებად მზის პანელებს ითხოვენ
ფარეხაში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა მზის პანალები მიიღო
დასახლებებში, სადაც ელექტროენერგია არ არის მზის პანელებს დაამონტაჟებენ
რატომ გაჩნდა მზის გარშემო შავი ჩრდილი დღეს?
'მზის სხივი' – სპექტაკლი ბალერინასა და მისი მეგობრის შესახებ
ახალციხეში რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან