FM97.5 / LIVE

რას ჰყვება ახალციხელი ვეტერანი ფეხბურთელი ნეიროქირურგთან დაპირისპირებაზე

მთავარისიახლე, შემთხვევა 25.11.2019
პაატა გვირჯიშვილი, რომელსაც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგი ცემაში ადანაშაულებს, სასამართლოზე საკუთარ თავს თვითონ დაიცავს. მას ადვოკატი არ ეყოლება.

რას ჰყვება ახალციხელი ვეტერანი ფეხბურთელი ნეიროქირურგთან დაპირისპირებაზე

შემთხვევა 19 ნოემბერს, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა. ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი ჰყვება, რომ პაციენტის ნათესავი, პაატა გვირჯიშვილი, მას ფიზიკურად გაუსწორდა. ექიმს დაზიანება სახეზეც ეტყობა.

"თავის ტვინის სიმსივნე აქვს, გადაიტანა მძიმე ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ ბუნებრივია ნარკოზიდან ასე მალე ვერ გამოვიდოდა. ეს რომ გაიგო, რას ჰქვია ისევ სძინავსო. საბოლოოდ, აგრესიული საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც შემდეგ გავარკვიე, რომელიღაც საავადმყოფოში ახლობელი დაეღუპა და ამის შემდეგ ვერ ვიტან ექიმებსო," - ამბობდა მედიასთან ნეიროქირურგი, გოგი მაღალაშვილი.

„არ ვიცი ჯერ სასამართლო როდის იქნება. ადვოკატის აყვანა მე არ ჩავთვალე საჭიროდ. სასამართლოს წინაშე მე წარვსდგები, იმიტომ, რომ ვთვლი, ყველანაირად მართალი ვარ“, – ამბობს პაატა გვირჯიშვილი, რომელმაც „სამხრეთის კარიბჭესთან“ მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. პაატა გვირჯიშვილს ახალციხეში ზედმეტსახელით, „აპაჩით“ იცნობენ. ის ახალციხეში საფეხბურთო გუნდ „მესხეთის“, შემდეგ „WIT GEORGIA”–სა და ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი იყო.

ის არ უარყოფს, რომ გოგი მაღალაშვილთან ნამდვილად მოუხდა დაპირისპირება, თუმცა ნეიროქირურგისგან განსხვავებულ ვერსიას ჰყვება. მისი თქმით, მაღალაშვილი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობის გაგება სურდათ, უხეშად ელაპარაკებოდა, შემდეგ კი თავად მას კალამი ესროლა.

„ნათესავს სიმსივნე აქვს და ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაცია 3 საათზე იყო დაგეგმილი და პირველზე შეიყვანეს, წარმოიდგინეთ, რომ ვკითხეთ ასე ადრე რატომ გაუკეთეთ-თქო, გვარები აგვერიაო გვიპასუხეს. მერე ოთახში ექიმთან შევაღწიეთ და ვეკითხებოდით როგორ არის-თქო. ბიძაჩემს, ხნიერ კაცს, უხეშად ელაპარაკებოდა, თქვენ სიმსივნე იცით რა არისო? შეიძლება ერთი თვეც ეძინოს სამიც და ან საერთოდ არ გაიღვიძოსო“, – ჰყვება გვირჯიშვილი.

მისივე თქმით, პაციენტი, რომელსაც ნეიროქირურგი მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში ახსენებს, არა რომელიღაც, არამედ იმავე კლინიკაში გარდაიცვალა, რომელშიც ინციდენტი მოხდა.

„ეხლა ეგ კაცი საუბრობს რომ თურმე მე რომელიღაც საავადმყოფოში მეგობარი დამეღუპა და ამიტომ ვიყავი აგრესიული, ეს სიცრუეა. ამ შემთხვევამდე ორი კვირით ადრე მაგ საავადმყოფოში ჩემი მეგობარი გარდაიცვალა. თავში სიმსივნე ჰქონდა, გონზე იყო, თუმცა მაღალაშვილმა ოპერაცია გაუკეთა და შემდეგ გარდაიცვალა. ეგ ექიმი ჩემს ნათესავზე რომ მეუბნებოდა შეიძლება დიდი ხანი ეძინოსო, ეგ გამახსენდა და ვუთხარი იმ პაციენტივით თქო? და სწორედ ამ ნათქვამმა გახადა აგრესიული. კალამი ეკავა ხელში გამოისროლა და შემდეგ მითხრა გაეთრიე კაბინეტიდანო. მეც გასვლამდე ვუთხარი იმ ჩემი მეგობარივით ამ ჩემს ბიძასაც თუ ვერ გააღვიძებთ თქვენი დედაც ..... თქო“.

გვირჯიშვილი ჰყვება, რომ კაბინეტიდან გასვლის შემდეგ, დერეფანში მას რამდენიმე ადამიანი დაეწია.

„უკან დამეწია სამი ოთხი კაცი, ეგეც მანდ იყო და ჩხუბი დამიწყეს, იქ ვისი ხელი მოხვდა მაგას უკვე აღარ ვიცი. ახლა იმ ჩემი გარდაცვლილი მეგობრის მამა ცუდ მდგომარეობაშია, შვილი 2 ნოემბერს გარდაეცვალა, თუმცა იცის რომ მე მიჩივიან და მითხრა, რომ განცხადებასაც გააკეთებს“, – ამბობს გვირჯიშვილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, მიმდინარეობს. ინციდენტის მხარეები პროკურატურამ უკვე გამოჰკითხა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელ ვეტერან ფეხბურთელს ნეიროქირურგის ცემისთვის ჯარიმა დაეკისრა
ბორჯომში, ავარიის შედეგად დაშვებული 36 წლის  ქალი გარდაიცვალა
'მუცელი ჰქონდა გაჭრილი, სისხლში ცურავდა'– ახალციხის საავადმყოფოში 84 წლის კაცი შეიყვანეს
ბორჯომში მეთორმეტე კლასელი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა
84 წლის კაცი ახალციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიაში ახალციხელი დედა–შვილი მოყვა
ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ავარია ნინოწმინდაში