FM97.5 / LIVE

ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიაში ახალციხელი დედა–შვილი მოყვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2018
ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ქალი, რომელიც სოფელ მუსხიდანაა, რუსთავის მიმართულებით შვილთან ერთად მგზავრობდა. ორივე მათგანს ტვინის შერყევა აქვს და მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობა უტარდება.

ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიაში ახალციხელი დედა–შვილი მოყვა
ფოტო: ანა შეპკინა


„მეძინა და ძლიერმა რყევამ გამაღვიძა, თვალები რომ გავახილე დედაჩემს ცხვირიდან სისხლი სდიოდა. სახე მეც სისხლიანი მქონდა. არ ვიცი რა მოხდა და ავარია რამ გამოიწვია, გარშემო ყველა კიოდა“, – გვიყვება გოგო, რომელიც ახალციხე–რუსთავის ავტობუსს ახალციხიდან დედასთან ერთად გაყვა.

მისი თქმით, ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანა: „სხეულზე მეც და დედასაც დაჟეჟილობები გვაქვს, მე ტუჩიც გამიკერეს. ასევე, ორივემ მსუბუქი ტვინის შერყევა მივიღეთ. ჯერ საავადმყოფოში ვართ, არ ვიცით როდის გაგვწერენ“.

როგორც დაშავებული ამბობს, მცხეთის საავადმყოფოში სამცხე–ჯავახეთიდან სულ სამი მგზავრი მოხვდა: „მე არ ვარ რეგიონში ჩაწერილი, ამიტომ მუსხიდან მხოლოდ დედა დაფიქსირდა. ჩვენთან ერთად არის კიდევ ერთი ქალი ჭობისხევიდან, ის გამარჯვებაშია გათხოვილი და სახლში მიდიოდა. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერ ისევ რეანიმაციაშია“.

აგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ოპერაცია ავარიისას დაშავებულ სამ მგზავრს ჩაუტარდა და სამივეს მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება.

ავარიის შემდეგ მცხეთის საავადმყოფოში სულ 10 დაშავებული შეიყვანეს. როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" კლინიკაში განუცხადეს მათ შორის ორი მართვით სუნთქვაზეა: "გუშინ ოპერაცია ჩაუტარდათ და დღეს იმყოფებიან კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშაში. ერთმა პაციენტმა უარი თქვა სამედიცინო მომსახურებაზე და გაეწერა იმ დღესვე. 7 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლია და იმყოფებიან ქირურგიულ განყოფილებაში".

ახალციხე–რუსთავის ავტობუსი, ახალციხიდან 14:00 საათზე გავიდა და თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე ტრაილეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა, 13 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ექვსი ბავშვია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალიციხე–რუსთავის ავტობუსის ავარიისას დაშავებულებიდან 3–ის მდგომარეობა მძიმეა
ერთი გარდაცვლილი , 10 დაშავებული – ახალციხე–რუსთავის ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა
აგარასთან მომხადარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
ბორჯომში ავარიისას დაშავებული ქალი თბილისის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა
ფარეხასთან ავარიისას დაშავებული ბიჭის მდგომარეობა მძიმეა
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 20 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა
‘კრიტიკული მდგომარეობაა’-ასპინძაში დაშავებულ ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა