FM97.5 / LIVE

‘გაუაზრებლად გაკეთებულია’ - რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი ეკლესიის დარბევაზე [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.11.2019
ახალქალაქში, სომხური ეკლესიის დარბევის ფაქტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სწავლობს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი ელვარდი ზაზაძე ფაქტს გაუაზრებელ ქმედებას უწოდებს. მისი თქმით, ტაძარში ღირებული რელიქვიები არ დაზიანებულა.

‘გაუაზრებლად გაკეთებულია’ - რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი ეკლესიის დარბევაზე [ფოტო/ვიდეო]

სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფლების ხულგუმოსა და ბავრას მიმდებარედ არსებული ტაძარი, სომხური სტილის კათოლიკეებს ეკუთვნით, თუმცა აქ სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებიც მიდიან. ელვარდ ზაზაძე მომხდარს გაუაზრებელ ქმედებას უწოდებს: „იგივე განმეორდა, რაც წელს გაზაფხულზე მოხდა. როგორც ჩანს, იქ იქეიფეს, შევიდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში და დააშავეს. მანდ ყველანი თანაბრად დადიან და სანთელს ანთებენ. ზოგადად, სომხური კათოლიკური ეკლესიისაა და სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს კონფლიქტი არ აქვთ“.



რაც შეეხება თავად ტაძრის შენობას, ზაზაძე ამბობს, რომ იგი არ დაუზიანებიათ: „ეკლესია სომხურ ეკლესიას ეკუთვნის, თუმცა ქართული საეკლესიო ნაგებობაა. რამდენადაც ვიცი, ტაძრისთვის ხელი არ უხლიათ და დაზიანებები არ აღინიშნება ქვებზე. უბრალოდ შანდლები გადააბრუნეს და ერთი-ორი ხატი ჩამოუგდიათ ძირს. მერე ეს ყველაფერი მიულაგებიათ“.

სააგენტოს რეგიონული წარმომადგენელი ამბობს, რომ ხულგუმოს ეკლესიაში ბოლოს ივნისში იმყოფებოდა და რელიგიური ნივთები კარგ მდგომარეობაში არც იმ პერიოდში იყო.

„აქ ისეთი ხატები არ არის, რომ ღირებული იყოს. გაზეთიდან ამოჭრილ ხატს არავინ გადააგდებს ნაგვის ურნაში, ამიტომ მანდ მიაქვთ და ტოვებენ. მაგალითად, კალენდარს, ძველ ხატებს. ასეთები მიაქვთ. არის ხატი, რომელიც ნაკურთხია ეკლესიის მიერ და არის სურათ-ხატი, რომელიც გაზეთს მოყვება ან კალენდარზეა. თუმცა აქ საკითხი რელიგიის პატივისცემას და ურთიერთგაგებას ეხება“, - ამბობს ელვარდი ზაზაძე.

ხულგუმოში ეკლესიის მეორედ დაზიანების შესახებ ინფორმაცია, სამ ნოემბერს გავრცელდა. საქმეზე შსს-მ ძიება 156 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.

‘გაუაზრებლად გაკეთებულია’ - რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი ეკლესიის დარბევაზე [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, რობი ზარიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ოცნება" სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა
ახალქალაქში ხატების დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
‘სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის’ - განხორციელდება თუ არა პროექტი სამცხე-ჯავახეთში
შსს–მ ხულგუმოს სალოცავში ხატების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
კორხის ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ გრძელდება
ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]
სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]