FM97.5 / LIVE

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის ციხეში მომხდარის გამოძიებას ითხოვს

მთავარისამართალი 11.10.2013
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და მთავრობის წარმომადგენლებს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის ციხეში მომხდარის გამოძიებას ითხოვს
საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, საქართველოს მთავარ პროკურორს და საქართველოს სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდიდან მიმართავს.

მიმართვაში საუბარია, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ დადასტურდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის არსებობა და კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურება, რაც არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი გახდა. პარალელურად, სამინისტროს არ აქვს უნარი გაუმკლავდეს არსებულ რეალობას.

"უკანასკნელ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები ცხადჰყობს, რომ ციხის მაყურებლებსა და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს შორის უკანონო კავშირებმა სისტემური ხასიათი მიიღო. სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ იქნა აღიარებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის არსებობა, რაც წარმოადგენს უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მთავარ მონაპოვარზე უარის თქმას და საფრთხეს უქმნის მთელი საზოგადოების უსაფრთხოებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადრეც არსებობდა პრობლემები, რის თაობაზეც მე არაერთხელ განმიცხადებია, მაგრამ საგანგაშოა, რომ მრავალი წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ შეინიშნება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურება და მათ მიერ პენიტენციალური სისტემის მართვაში პირდაპირი ჩარევა, რაც უკვე გახდა არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი. სამწუხაროდ, თითოეული ასეთი მოვლენის კვალდაკვალ გვიხდება იმის დეკლარირება რომ სამინისტროს ხელმძღვალელობას არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს არსებულ რეალობას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასჯელაღსრულების სისტემაში უკანასკნელ ხანს წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 წლის გოგა ძველაიასთან გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ციხის ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო გოგა ძველაიასა და ე.წ. მაყურებლებს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ, მათ პატიმრის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს.

"გუშინ ვიმყოფებოდი გარადცვლილის ოჯახში, შევხვდი მის მშობლებს და პირადად მოვისმინე ის კითხვები, რაც მათ მომხდართან დაკავშირებით აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, გოგა ძველაიას დაკავებას იმთავითვე პირადი მოტივები ედო საფუძვლად. ციხეში ყოფნის პერიოდში მას ჰქონდა კონფლიქტი დაწესებულების თანამშრომელთან და ე.წ. ციხის მაყურებლებთან, რის შესახებაც მან აცნობა დაწესებულების დორექტორს და სთხოვა დაეცვათ ის შურისძიებისგან. ადმინისტრაციისთვის ისიც იყო ცნობილი, რომ გოგა ძველაიასა და ე.წ. მაყურებლებს შორის აქამდეც იყო კონფლიქტი, რაც პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანებითა და მის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, მშობლების განცხადებით ციხის ადმინისტრაციამ ვერც ამჯერად უზრუნველყო ძველაიას უსაფრთხოება და ის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ასეთ ვითარებაში პრეზიდენტი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

"აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, გამჭირვალე და ობიექტური გამოძიება. მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს შეისწავლოს აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებები, რათა არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. გოგა ძველაიას მშობლებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რატომ ვერ დაიცვა მათი შვილის სიცოცხლე ციხის ადმინისტრაციამ, რატომ აცნობეს მომხდარის შესახებ ოჯახს 8 საათის დაგვიანებით, რატომ ჩაუტარდა ცხედარს ექსპერტიზა მათი ინფორმირების გარეშე, რატომ იქნა გაჟღერებული თვითმკვლელობის ვერსია ასე ნაჩქარევად და რით ხსნის გამოძიება იმ ფაქტს, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.

სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი გარდაცვლილის მშობლებს არ აქვთ. პასუხი ამ კითხვებზე არ აქვს არც საზოგადოებას.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც უბრალოდ, ამ ქვეყნის მოქალაქე შეძრწუნებული ვარ ქუთაისის N2 დაწესებულებაში მომხდარი ტრაგედიით და კატეგორიულად მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს ჩაატარონ სრულყოფილი, ობიექტური გამჭირვალე გამოძიება და მისი შედეგი, დაუყოვნებლოვ ეცნობოს არა მარტო გარდაცვლილის ახლობლებს, არამედ საზოგადოებას, რათა მომავალში მაინც შევძლოთ ასეთი ტრაგედიის თავიდან აცილება", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
ახალციხის პრობაციის ოფისში ვიდეოპაემნის სერვისი დღეს უფასოა
საქართველოსა და პოლონეთის სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
'სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 780 თანამშრომელი იცხოვრებს და დაწესებულებას არ დატოვებს' - წულუკიანი
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეოპაემნის სერვისით სარგებლობა უფასო იქნება
ახალციხის ციხეში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ არ იცოდნენ