FM97.5 / LIVE

მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ

მთავარისიახლე, განათლება 24.10.2019
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების მონაწილე აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დღეიდან, 24 ოქტომბრიდან შეძლებენ.

მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ

აპლიკანტებს ბარათების ამობეჭვდა შეუძლიათ ვებგვერდზე: online.naec.ge

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:

▶ აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით შედის პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგანი და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“;

▶ მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. მთელი საქართველოს მასშტაბით რვა ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. მათ შორის ერთი ახალციხეში, პირველ საჯარო სკოლაშია.

ტესტირება ორ ნოემბერს დაიწყება და რვა ნოემბერს დასრულდება. ცენტრი შეახსენებს აპლიკანტებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტს შეუძლია, თან იქონიოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით და წყალი პლასტმასის ბოთლით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ
დღეიდან აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის განრიგი
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შესაძლებელია
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 27 ივნისიდან შეძლებთ
პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება