FM97.5 / LIVE

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის განრიგი

მთავარისიახლე, განათლება 30.10.2019
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირება ორ ნოემბერს დაიწყება და რვა ნოემბერს დასრულდება.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის განრიგი

მონაწილე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

ბარათის ამოსაბეჭდათ ეწვიეთ ვებგვერდს online.naec.ge.

გახსენით ფანჯარა „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება“.

- მიუთითეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელფოსტის მისამართი და 5 ნიშნა კოდი.
- დააჭირეთ ღილაკს „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.
- მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
- დაიმახსოვრეთ ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ნომრის საშუალებით თქვენ შეძლებთ შედეგების გაგებას!
- ბარათის დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge-ზე ელფოსტის მისამართითა და 5 ნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი.
გამოცდების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით:

ორი ნოემბერი:

პროფესიული უნარები.

სამი ნოემბერი:
პროფესიული უნარები.

ოთხი ნოემბერი:

ქართული ენა და ლიტერატურა;
მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).

ხუთი ნოემბერი:

ბუნებისმეტყველება (I-VI);
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
მათემატიკა (I-VI).

ექვსი ნოემბერი:

ბიოლოგია;
გეოგრაფია;
ინგლისური ენა – წერითი ნაწილი;
რუსული ენა – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი.

შვიდი ნოემბერი:

მუსიკა;
ისტორია;
სამოქალაქო განათლება;
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;
ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.

რვა ნოემბერი:

ფიზიკა;
მათემატიკა (VII-XII);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ქიმია;
სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურების გამოცდა დაიწყო
პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია
მასწავლებელთა საგნის გამოცდების განრიგი ცნობილია
ხვალიდან პედაგოგების გამოცდები იწყება
რომელ მასწავლებელს მოუწევს სკოლის დატოვება
2017 წლის გამოცდების ჩატარების  განრიგი
პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა