FM97.5 / LIVE

ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს დიალოგის სხდომა დაიგეგმა[R]

მთავარისიახლე, რეკლამა 29.01.2019
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორს შეხვდა.

ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს დიალოგის სხდომა დაიგეგმა[R]

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროკომისიის ტრანპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ჰენრიკ ჰოლოლეი იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ჰენრიკ ჰოლოლეისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე მხარეებმა სს „საქართველოს რკინიგზის“ და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროპა - აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მასთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები.

„მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. განვიხილეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობები და ის მიმდინარე პროექტები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ამჟამად ახორციელებს. ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსზე, “ - განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სს "საქართველოს რკინიგზაში" მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები:

თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაცია;

მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთზე გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები;

საკონტრეილერო გადაზიდვების უზრუნველყოფა;

მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სახელმწიფო რეგულირება;

სიგნალიზაცია-ცენტრალიზაცია-ბლოკირების ახალი სისტემების დანერგვა;

ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომაა დაგეგმილი. ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში 30 იანვარს დასრულდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ვიზიტი ბრიუსელში[R]
ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიაზე ქართული მხარე მონაწილეობდა [R]
'საქართველოს რკინიგზის' გენერალური დირექტორის ვიზიტი აზერბაიჯანში ®
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ ყაზახეთის დელეგაციას უმასპინძლა [R]
'საქართველოს რკინიგზის' გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება ®
ჩინეთში ‘შუა დერეფნის’ განვითრების შესაძლებლობები განიხილეს ®
დავით ფერაძემ 'თბილისის აბრეშუმის გზის' ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ®