FM97.5 / LIVE

'საქართველოს რკინიგზის' დელეგაციამ კრაკოვში გამართულ სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 11.09.2019
2019 წლის 10 სექტემბერს „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

'საქართველოს რკინიგზის' დელეგაციამ კრაკოვში გამართულ სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა ®

“საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ პოლონეთის სამთავრობო უწყებები, მსხვილი ბიზნესის და სექტორის უცხოელი წარმომადგენლები.

დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, ისაუბრა ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებზე და „საქართველოს რკინიგზის” ინიცირებულ სხვადასხვა პროექტებზე. კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა PKP LHS-ს წარმომადგენლებთან და შეჯერდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა ევროპა-აზია-ევროპას მარშრუტზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გამოყენებით.

ქართულმა მხარემ, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-რუმინეთსა და საქართველო-უკრაინას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კონტეინერების გადაზიდვის ხანგრძლივობას და ღირებულებას შავ ზღვაზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ფერაძემ 'თბილისის აბრეშუმის გზის' ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ®
'საქართველოს რკინიგზის' გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება ®
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ ყაზახეთის დელეგაციას უმასპინძლა [R]
თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს [R]
ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს 'საქართველოს რკინიგზა' დააკავშირებს!®
საქართველოს რკინიგზის შეთანხმება ®
ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება ®