FM97.5 / LIVE

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა

მთავარისიახლე, განათლება 25.09.2019
განათლების სამინისტრომ განსაზღვრა საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა. ბრძანებაში შესული ცვლილებები პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა

მასწავლებლის პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის სქემით, უფროსი მასწავლებლისთვის სახელფასო დანამატმა 470 ლარი უნდა შეადგინოს; წამყვან მასწავლებელს დანამატის სახით 850 ლარი დაერიცხება; ხოლო მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგს 1150 ლარი.

ამავე ბრძანებით, რეგულირდება სრულზე მეტი დატვირთვის მქონე პედაგოგებისთვის კვირის განმავლობაში ჩატარებულ საათებზე დანამატის გაცემის წესი: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო 18 საგაკვეთილო საათს შეადგენს. ის მასწავლებლები კი, რომლებიც კვირაში 19 საგაკვეთილო საათიდან 25-მდე საათს ჩაატარებენ, თითეულ საათზე დანამატს მიიღებენ.

დანამატი თითოეულ საგაკვეთილო საათზე შემდეგნაირად იანგარიშება: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო, შეფარდებული სრული დატვირთვის საათების რაოდენობასთან და გამრავლებული საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.

ის პედაგოგები, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, კლასკომპლექტებს, არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას (როგორც მეორე ენა), დანამატის სახით 141.75 ლარს მიიღებენ. ამავე ოდენობის დანამატს მიიღებენ კლასის დამრიგებლებიც.

სახელფასო დანამატებისა და სხვა სახის დანამატებთან ერთად, პირველი ოქტომბრიდან, უფროსი მასწავლებლის ხელფასი იქნება 1 011 ლარი, წამყვანი მასწავლებლების - 1435 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლები 1745 ლარს მიიღებენ.

პედაგოგების გარდა, შრომითი ანაზღაურება სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საშუალოდ 20%-ით გაეზრდებათ. სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები ხელფასს 125 ლარით მეტს აიღებენ.

ამავე თემაზე იხილეთ:


მამუკა ბახტაძე:

მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აპრილის თვიდან პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ
მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასები ეზრდებათ
წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ
ახალიციხეში 100-მა მასწავლებელმა წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო
სკოლების ადმინისტრაციების და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს ანაზღაურება გაეზრდებათ
განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო