FM97.5 / LIVE

‘ჯავახეთის დიასპორა რუსეთში’ რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს

მთავარიპოლიტიკა 02.10.2013
‘ჯავახეთის დიასპორა რუსეთში’ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც გახსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

‘ჯავახეთის დიასპორა რუსეთში’  რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს
ამის შესახებ რუსეთში ჯავახეთის დიასპორამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, 27 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო პუნქტები გაიხსნა. ამ ჩამონათვალში რუსეთი არ მოხვდა. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის მკვიდრები, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, თავიანთი საკონსტიტუციო უფლების გამოყენებას ვერ შეძლებენ.

განცახდებაში ნათქვამია, რომ ჯავახეთის დიასპორას ამ ფაქტით აღშფოთებული არაერთი მოქალაქე მიმართავს. ვინაიდან, ამ ფაქტის გამო, საქართველოს მოქალაქეების, სამცხე-ჯავახეთის მკვიდრთა 60%-ზე მეტის უფლებები, ვინც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებით ცხოვრობს ან იმყოფება, უხეშად ირღვევა.

„შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, როდესაც მათ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ეძლევათ, ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გაკეთდეს ყველაფერი, რათა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ და მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ;

გაუგზავნონ მოთხოვნა რუსეთის მთავრობის შესაბამის უწყებებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების გახსნის ნებართვის მისაღებად;

დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან მომავალ არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხის მოგვარებისთვის საორგანიზაციო პრობლემების აღმოფხვრისა და „საგზაო რუკის“ შემუშავების თაობაზე;

აუცილებლობის შემთხვევაში შექმნილი პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს მესამე მხარის დახმარებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

‘ჯავახეთის დიასპორა რუსეთში’  რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვსიმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება ამ მოწოდებას არ გაითვალისწინებს, ჯავახეთის დიასპორა რუსეთში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას და სამცხე-ჯავახეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ არალეგიტიმურად გამოცხადებას აპირებს.

„საწინააღმდეგო შემთხვევაში ჩვენ წინასწარ ვაცხადებთ, რომ ვიტოვებთ უფლებას:

შევიტანოთ სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით დაცული უფლებების უხეშად დარღვევასთან დაკავშირებით;

მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლების, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, უზრუნველყოფის საქმეში დახმარების თხოვნით;

სამცხე-ჯავახეთის მხარეში საპრეზიდენტო არჩევნები წინასწარ გამოვაცხადოთ არალეგიტიმურად“, - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება
NGO: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს
სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციაში  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან
„ბორჯომის“ ექსპორტი რუსეთში უახლოეს პერიოდში აღდგება
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 13–მა პარტიამ მიმართა
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სამცხე-ჯავახეთში