FM97.5 / LIVE

პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 12% აფასებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.09.2019
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს, 19 სექტემბერს გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასება მკვეთრად გაიზარდა.

პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 12% აფასებს

2019 წლის ივლისის მონაცემებით, გამოკითხულთა 40% სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. NDI-ის კვლევის თანახმად, უარყოფითი შეფასება, შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად არის გაზრდილი. 2018 წლის მარტში ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა 17% აფასებდა.

შემცირებულია ზურაბიშვილის საქმიანობის დადებითად შეფასების ნიშნულიც. რესპონდენტთა 12% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის საქმიანობა დადებითია. 2018 წლის მარტში პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 26% აფასებდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2 132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით, CRRC -საქართველოს მიერ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინსტიტუტებიდან ყველაზე უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებენ– NDI
მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 60% აფასებს – NDI
NDI: მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს
NDI: ახალციხის მერის მუშაობას გამოკითხულთა 29% დადებითად აფასებს
NDI-უზენაეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოკითხულთა 49% უარყოფითად აფასებს
ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: ‘ოცნება’ – 20%, ‘ენმ’ – 9% – NDI