FM97.5 / LIVE

ტურისტები ახალციხის ციხეზე მიუსაფარ ძაღლებთან ერთად [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.09.2019
ახალციხის ციხეზე მიუსაფარი ძაღლები მომრავლდა. ცხოველები დამთვალიერებლებს მთელი ტურის განმავლობაში უკან დაჰყვებიან. ციხის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.

ტურისტები ახალციხის ციხეზე მიუსაფარ ძაღლებთან ერთად [ფოტო/ვიდეო]

მიუსაფარი ძაღლები როგორც ქვედა, ისე ზედა ციხის ტერიტორიაზე შეგხვდებათ. ტურისტების ნაწილი ძაღლებთან ერთად ციხის დათვალიერების წინააღმდეგი არაა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს საკითხი ციხის ადმინისტრაციამ უნდა მოაგვაროს და ტერიტორიაზე ძაღლების შემოშვება უნდა აკრძალოს.

გია ოქრომლიძე ახალციხის ციხეს ქალაქ რუსთავიდან ესტუმრა. მან ოჯახთან ერთად ციხის ორივე ნაწილი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა. როგორც თავად ამბობს, ზედა ციხეზე შესვლის დროს ძაღლები იქამდე დაჰყვებოდნენ, ვიდრე მუზეუმში არ შევიდნენ.

„ბავშვებს ეშინოდათ და ხელში აყვანილები დაგვყავდა. მეჩეთშიც კი შემოგვყვნენ“, – ამბობს გია ოქრომელიძე.

ციხის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე, დამთვალიერებელი ლონდა ალანიაც ამახვილებს ყურადღებას: „მე არ უნდა მჭირდებოდეს ძაღლების მოგერიება იქ, სადაც ყოველდღურად უამრავი ტურისტი დადის. ვინმეს, რომ უკბინოს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს?! ზოგს ყურზე ნიშანი უკეთია ზოგს კი არა“.



რაბათს, ტურისტულ სეზონზე და არამხოლოდ მაშინ, ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ტურისტი სტუმრობს. ციხის ადმინისტრაციის განმარტებით მათ არ აქვთ უფლება ძაღლები დაიჭირონ და ტერიტორიიდან გაიყვანონ, „დაყვირებით და შეშინებით კი ტერიტორიას არ ტოვებენ“.

„ჩვენ სპეციალური ძაღლის დასაჭრიც კი მოვატანინეთ, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ ძაღლების დაჭერა კანონის დარღვევა იქნებოდა, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტში ძაღლების თავშესაფარი ამ ეტაპზე არაა“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.

ტაბატაძე ციხის ტერიტორიაზე ძაღლების მომრავლებას ტურისტების ცხოველებისადმი თბილ დამოკიდებულებასაც უკავშირებს.

„ქალაქში ძაღლებს აჭმევენ, მერე ისინი ციხის ტერიტორიაზეც მოჰყვებიან და აქ რჩებიან. გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ჩვენმა თანამშრომელმა, ძაღლის ჯოხით მოგერიება სცადა ციხის ტერიტორიაზე შემოსვლის დროს, მაგრამ ტურისტების მხრიდან ამას მოჰყვა ძალიან დიდი აგრესია, პოლიციაშიც კი დარეკეს“, – გვიყვება ტაბატაძე.

ტურისტები ახალციხის ციხეზე მიუსაფარ ძაღლებთან ერთად [ფოტო/ვიდეო]

ტურისტები ახალციხის ციხეზე მიუსაფარ ძაღლებთან ერთად [ფოტო/ვიდეო]

ტურისტები ახალციხის ციხეზე მიუსაფარ ძაღლებთან ერთად [ფოტო/ვიდეო]

ტურისტები ახალციხის ციხეზე მიუსაფარ ძაღლებთან ერთად [ფოტო/ვიდეო]

[თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძაღლები ახალციხის მეხუთე სკოლასთან [ფოტო]
ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ინიციატივით ციხის ნაწილი აკურთხეს
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]
სექტემბრიდან  ახალციხის ციხეზე შესვლის განრიგი იცვლება
ახალციხის ციხის დირექტორი: 'წელს თანამშრომლების დამატება დაგვჭირდება'
ციხის ტერიტორიაზე დღეს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც  გაიხსნება