FM97.5 / LIVE

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს

მთავარისაზოგადოება 26.09.2013
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სახელმწიფო ენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე მუშაობას იწყებს. "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ენობრივი ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდება.

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს
კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. საკითხის ინიცირებას, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად მომზადდა, განათლების საპარლამენტო კომიტეტმა დღეს, 26 სექტემბერს, მხარი დაუჭირა, თუმცა ეს მხოლოდ პროექტის სამუშაო ვარიანტია.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისი მიღების მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის განმტკიცება და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ გამოყენებაზე, დაცვაზე, განვითარებაზე, შესწავლასა და პოპულარიზაციაზე განუხრელად ზრუნვაა. საქართველოს მოქალაქე ვალდებული ხდება ფლობდეს სახელმწიფო ენას. ამავე დროს, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ენის ცოდნის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შეფასებას, რაც სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. ამ ვალდებულებისგან მხოლოდ ის პირები გათავისუფლდებიან, ვისაც საშუალო, ან უმაღლესი განათლება სახელმწიფო ენაზე აქვთ მიღებული.

კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ენას ეხება. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000-დან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.

ცვლილება საჯარო მოხელეებსაც შეეხება. კერძოდ, თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 500 ლარამდე თანხის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარიდან 1 500 ლარამდე გაიზრდება.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება
„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მოსალოდნელი ცვლილება ჯავახეთში უფლებების დარღვევად აღიქვეს
14 აპრილი ქართული ენის დღეა
14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება
14 აპრილი ქართული ენის დღეა
ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
14 აპრილი დედაენის დღეა