FM97.5 / LIVE

პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდმა სახანძრო სამსახურებს აპარატურა გადასცა

მთავარისაზოგადოება 25.09.2013
პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდმა საქართველოს მასშტაბით ექვსი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ჰიდრავლიკური მაკრატლები გადასცა და ახალი აპარატურის გამოყენებისთვის თანამშრომლებს რამდენიმედღიანი ტრენინგები ჩაუტარა.

პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდმა სახანძრო სამსახურებს აპარატურა გადასცა
ჰიდრავლიკური მაკრატლები თავისი ტუმბოებით დღეს, 25 სექტემბერს ადიგენის, ასპინძის ახალციხის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო სამსახურების ხელმძღვანელებს ფონდის ვიცე- პრეზიდენტმა კრიშტოფ ივინსკიმ გადასცა. საჩუქრების გადაცემის ცერემონიალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს საქართველოში პროექტებს. ეს არის კრიზისების მართვის პროექტი. გასულ წელის იყო სამედიცინო დახმარების პროგრამა, როდესაც სამედიცინო ცენტრებს გადავეცით სამედიცინო აღჭურვილობა. ახლა კი ოთხი კომპლექტი გადავეცით ჰიდრავლიკული მაკრატლებისა თავისი ტუმბოებით. სავარაუდოდო პროექტებს ისევ გავაგრძელებთ, ოღონდ შესაძლოა მიმართული იყოს წყალდიდობების წინააღმდეგ ბრძოლისკენ“,- ამბობს ფონდის ვიცე- პრეზიდენტი კრიშტოფ ივინსკი.

ახალ აპარატურასთან მუშაობის შესასწავლად სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგები უკვე სამი დღეა უტადებათ. მათ მოწვეული სტუმრების წინაშე ჰიდრავლიკური მაკრატელი პრაქტიკაში გამოიყენეს და მსუბუქ ავტომანქანაზე ივარჯიშეს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგები ხვალ დაუმთავრდებათ.

„ერთი ჰიდავლიკური მაკრატელი ჩვენც გადმოგვეცა, ტრენინგებზე გაგვიზიარეს პოლონელმა კოლეგებმა საკუთარი გამოცდილება და გვასწავლეს მაკრატლის გამოყენებაც“, - ამბობს ასპინძის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი ზურაბ ცინცაძე.

პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდმა სახანძრო სამსახურებს აპარატურა გადასცა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურს შტატები ემატება
ბორჯომსა და აბასთუმანს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა
სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა [Photo]
იმიტირებული ავარია ახალციხეში
ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობა აშენდება
"რენოს" მარკის სახანძრო მანქანა სამცხე–ჯავახეთს
ახალციხელ მეხანძრეებს ახალი ფორმები გადაეცათ