FM97.5 / LIVE

38 სამედიცინო დაწესებულებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.08.2019
სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებუბლი მონიტორინგის საფუძველზე, 38 დაწესებულებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა, მათ შორის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.

38 სამედიცინო დაწესებულებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე კომპლექსური მონიტორინგის პირველადი შედეგები წარადგინა.

სააგენტოს ცნობით, რეგულირების სააგენტომ უკვე შეამოწმა 95 კლინიკა, რომელტაგან 38-ში უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ შესაბამისი ოქმები დაიწერა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მონიტორინგი ჩატარდება ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.

თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიკური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების საფუძველი.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გატარდება ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების მონიტორინგი დაიწყო
გარდაცვლილი  ქალის საქმეს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს
როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?
სამედიცინო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო რეზიდენტურას სრულად დაუფინანსებს
ახალციხის კლინიკა ‘იმედში’ სამშობიარო განყოფილება დაიკეტა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალციხის სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერეს ®
საგამოძიებო სამსახურმა ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დააკავა